დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.130.016528 |
|
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №18 დადგენილებით დამტკიცებულ წესში (სსმ ვებგვერდი, 05/04/2023 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.130.016472) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
ა) მესამე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო მოხელე, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 465, 466, 552, 556, 642, 771, 825, 103-ე, 125-ე მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 146¹, 148-ე მუხლის პირველი, მეორე და მე-4 ნაწილით, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152, 1522, 1525, 1526, 1527, 1528, 1529, 1533 პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილით, 1534, 1562, 1564, 1585, მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 159, 1591, 1662 პირველი ნაწილით, 1728, 1729, 17210 პირველი და მეორე ნაწილებით, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე–35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. 2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს აწარმოებს – „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 465, 466, 552, 556, 642, 771, 825, 103-ე, 125-ე მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 146¹, 148-ე მუხლის პირველი, მეორე და მე-4 ნაწილით, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152, 1522, 1525, 1526, 1527, 1528, 1529, 1533 პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილით, 1534, 1562, 1564, 1585, მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 159, 1591, 1662 პირველი ნაწილით, 1728, 1729, 17210 პირველი და მეორე ნაწილებით და „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე–35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“. ბ) მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირს, ვის მიმართაც შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი – საჯარიმო ქვითარი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 465, 466, 552, 556, 642, 771, 825, 103-ე, 125-ე მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 146¹, 148-ე მუხლის პირველი, მეორე და მე-4 ნაწილით, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152, 1522, 1525, 1526, 1527, 1528, 1529, 1533 პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილით, 1534, 1562, 1564, 1585, მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 159, 1591, 1662 პირველი ნაწილით, 1728, 1729, 17210 პირველი და მეორე ნაწილებით მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერთან. საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე–35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები