„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 800-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.102721
800-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 30/06/2025
130000000.05.001.102721
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017637) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-19 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის, კოორდინაციის პროცესი და მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებები, ეროვნული სიტუაციური ოთახი“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყება არის საქართველოს მთავრობა, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ეროვნული სიტუაციური ოთახი არის შესაბამისი ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, რომელიც აქტიურდება საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი, კრიზისული ვითარების დროს, სადაც ხდება ინციდენტის ადგილიდან და ინფორმაციის (მათ შორის, ვიდეო- და აუდიოსიგნალების) სხვა შესაძლო წყაროდან მონაცემების ოპერატიულად მიღება/დამუშავება და საიდანაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ვითარებას პოლიტიკურ დონეზე მართავს.“.

2. III1 თავი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ლიკვიდირებულ იქნეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.

2. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს მთავრობამ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში შექმნას სალიკვიდაციო კომისია და განსაზღვროს მისი შემადგენლობა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები.

3. სალიკვიდაციო კომისიამ უზრუნველყოს შესაბამისი უწყების/უწყებების განსაზღვრა, რომელსაც/რომლებსაც გადაეცემა/გადაეცემათ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საბალანსო მონაცემების მიხედვით არსებული აქტივები, მიმდინარე ვალდებულებები და სამსახურებრივი დოკუმენტაცია (შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტები), აგრეთვე ენიჭება/ენიჭებათ ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფის უფლებამოსილება.

4. „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისთვის (პროგრამული კოდი − 54 00) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში დარჩენილი სახსრების განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

5. ამ პუნქტის ამოქმედებამდე მოქმედი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის ან/და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭება შესაბამის  ორგანოს/თანამდებობის პირს.

6. ამ კანონის საფუძველზე გათავისუფლებულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თანამშრომლებს მიეცეთ კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

7. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი უწყებების წარდგინებით ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ შორის, სათანადო ნორმატიული აქტების მიღება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-4−მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-4−მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N800-IIმს-XIმპ