დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 802-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140070000.05.001.102720 |
|
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.07.2018, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.018915) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე − საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად სათანადო რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარუდგენს/წარუდგენენ და ორგანიზაციულ და საინფორმაციო-ანალიტიკურ დახმარებას უწევს/უწევენ შესაბამისი უწყება/უწყებები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს ეროვნული სიტუაციური ოთახის გამოყენებით.“. 2. 441 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტრო შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტებს, რომლებითაც განისაზღვრება: ა) თავშესაფრების მახასიათებლები და მათი აღრიცხვის წესი; ბ) ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის დებულება; გ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმა; დ) ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რესურსების შექმნისა და გამოყენების წესი.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტების შესამუშავებლად სამინისტროს ინიციატივით შეიძლება შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია ან/და სამუშაო ჯგუფი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N802-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები