დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების დაგანაწილების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივნისის №437 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 786 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 14/07/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/02/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.008.890 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.890
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №786
2006 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივნისის №437 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივნისის №437 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №66, მუხლი 578) დამტკიცებულ „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებში გასულ კვარტალებში არსებული ასიგნებები არ ექვემდებარება ცვლილებას, გარდა წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ცვლილებებისა.“;
ბ) ბრძანებით დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი
ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა №
20--- წლის ------ ---------------
______________________________________________________________________________________
(მხარჯავი დაწესებულება, ორგ. კოდი)
______________________________________________________________________________________
(ცვლილების საფუძველი, თარიღი, ნომერი)
____________________________________
(ცვლილების შინაარსი)
/ლარებში/
| საბიუჯეტო ორგანიზაცია, პროგრამა ან ღონისძიება | ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი | ცვლილების თანხა +/- (ზრდა, კლება) | |||||
| დასახელება | ორგანიზაციული კოდი | დასახელება | წლიური თანხა | მ.შ. კვარტალები | |||
|
|
|
|
| 1 კვ. | 2 კვ. | 3 კვ. | 4 კვ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სულ ჯამი |
|
|
|
|
| ||
დაფარვის ან სახსრების მიმართვის წყაროები:
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან
2. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი
3. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი
4. დავალიანების დაფარვა
5. დანარჩენი ცვლილება
საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის საბიუჯეტო დეპარტამენტის
ფორმირების სამმართველოს უფროსი: უფროსი:
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები