მცხეთის მუნიციპალიტეტის ჩარდახის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ჩარდახში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის ჩარდახის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ჩარდახში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-35. 35251773
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016050
გ-35. 35251773
26/06/2025
ვებგვერდი, 27/06/2025
000000000.00.153.016050
მცხეთის მუნიციპალიტეტის ჩარდახის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ჩარდახში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-35. 35251773

2025  წლის  26  ივნისი

 ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის  ჩარდახის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ჩარდახში მდებარე სახელწოდების არმქონე  გეოგრაფიული ობიექტების  სახელდების შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი  ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის,   მე-7 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ჩარდახის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ  ჩარდახში  მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს (უსახელო ქუჩებს) მიენიჭოს სახელები თანდართული დანართისა და რუკის (№1 სიტუაციური რუკა)  შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახის დამისამართების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის  27 დეკემბრის №215 განკარგულებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 13 მარტის №87 განკარგულება.

3.განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს  მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე:  ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.

საკრებულოს თავმჯდომარე  გიორგი ელოშვილი