„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 45/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 03/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018680
45/ნ
03/07/2025
ვებგვერდი, 04/07/2025
430030000.22.022.018680
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №45/ნ

2025 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანების (სსმ, №126, 01/10/2010; 430030000.22.022.016012) მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის“ (დანართი №2) 1 13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე ხორციელდება მონიტორინგი, იხდის საფასურს, რომელიც დაიანგარიშება შემდეგნაირად: თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში 1508.00 ლარს დამატებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის სამუშაოს მოცულობის კაც/დღეების რაოდენობა გამრავლებული – ერთ კაც/დღის 167.00 ლარზე და დამატებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრების სამუშაოს მოცულობის კაც/დღეების რაოდენობა გამრავლებული – ერთ კაც/დღის 111.00 ლარზე. საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 2345.00 ლარს დამატებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის სამუშაოს მოცულობის კაც/დღეების რაოდენობა გამრავლებული – ერთ კაც/დღის 278.00 ლარზე, დამატებული ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის სამუშაოს მოცულობის კაც/დღეების რაოდენობა გამრავლებული – ერთ კაც/დღის 222.00 ლარზე და დამატებული ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტების სამუშაოს მოცულობის კაც/დღეების რაოდენობა გამრავლებული – ერთ კაც/დღის 222.00 ლარზე ან 111.00 ლარზე (იმ შემთხვევაში, თუ საგნობრივი ექსპერტები ჯგუფის ვიზიტს აწარმოებენ დისტანციურად კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით). კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრება მონიტორინგის სპეციფიკისა და შინაარსის შესაბამისად, მონიტორინგის განხორციელების შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე