დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/180 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 14/07/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.040.040.22.028.008.888 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.040.040.22.028.008.888
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/180
2006 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
„ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2001 წ., №18, მუხლი 157) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. ,,ბავშვთა“ ან „ ახალგაზრდული“ სტატუსის მქონე კავშირმა, რომელსაც სურს სახელმწიფოსაგან ფინანასური დახმარება, კანონმდებლობით დადგენილი რეგისტაციის შემდეგ უნდა წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს განცხადება რეესტში გატარების შესახებ.“;
ბ) დებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 5. რეესტრ ში გასატარებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) კავშირის წეს დება (ასლი);
ბ) შესაბამისი რეგისტრაციის მოწმობა (ასლი).“;
გ) დებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 8. კავშირის რეესტრიდან ამოღების საფუძვლებს წარმოადგენს:
ა) კავშირის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;
ბ) კავშირის განცხადება რეესტრიდან გასვლის შესახებ.“;
დ) დებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 9. კავშირი რეესტრიდან გამოსულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს წარუდგენს კავშირის ფინანსურ ანგარიშს სახელმწიფოსაგან მიღებული თანხების გამოყენების ან დაბრუნების შესახებ.“;
ე) დებულების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 10. რეესტრის დებულებას ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.“;
ვ) დებულების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 11. რეესტრის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეაქვს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები