„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016562
22
26/06/2025
ვებგვერდი, 30/06/2025
010250020.35.156.016562
„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
 
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №22

2025 წლის 26 ივნისი

ქ. დმანისი

„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.

შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016285) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების“ (დანართი №1) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი ახალი რედაქციით:

მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსებისა და სამსახურის თანამშრომლებისაგან.

2. სამსახურის შემადგენლობაში შედის:

ა) ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის განყოფილება.

ბ) ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.

3. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის განყოფილება საქმიანობას ახორციელებს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ – „კ“ ქვეპუნქტებით და მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

4. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

5. სამსახურის უფროსს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მერთან შეთანხმებით მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და მოხელის კარიერის მართვის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“

მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი ივლისიდან.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი