დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.156.016566 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.156.016283) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ (დანართი №1): 1. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი ახალი რედაქციით: „4. მერიის სამსახურებია/სტრუქტურული ერთეულებია: ა) დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური; ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; გ) დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური; დ) დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური; ე) დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური; ვ) დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური; ზ) დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახური; თ) დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია; ი) დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური“.
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი ახალი რედაქციით: „2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, საბუღალტრო, აგრეთვე მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი ახალი რედაქციით: „5. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა, წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე;“; გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 91 პუნქტი: „91. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: შესყიდვის პროცედურების განხორციელება, რაც გულისხმობს შესყიდვის დაგეგმვას არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, ბაზრის კვლევას, ხელშეკრულების პროექტის მომზადებას, ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების პროექტის მომზადებას, ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას და ელექტრონული ტენდერის ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებას. აგრეთვე, მერიის საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით მომარაგება/განაწილება. ინფრასტრუქტურის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა; მერიის შენობის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო პირობებით (გათბობა, კონდიცირება, წყალი, ელექტროენერგია, დასუფთავება და ა.შ.) უზრუნველყოფა.“. 3. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) დიდი დმანისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დიდი დმანისი, ვარდისუბანი, პატარა დმანისი);“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) პანტიანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: პანტიანი, იაღუფლო, დალარი,);“; გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) იფნარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: იფნარი, დაგარახლო, კიზილაჯლო, ბახჩალარი, საჯა);“; დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) კარაბულახის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზემო კარაბულახი, ქვემო კარაბულახი, ძველი გოდაგდაგი, ახალი გოდაგდაგი, მამიშლარი, პირველი სალამალეიქი, მეორე სალამალეიქი, სოგუთლო, უსეინქენდი);“; ე) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) კიზილქილისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კიზილქილისა, შინდლარი, ორმაშენი);“; ვ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ოროზმანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზემო ოროზმანი, ქვემო ოროზმანი, ვაკე, მთისძირი);“; ზ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) სარკინეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სარკინეთი, ახა, ველისპირი, განახლება);“; თ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) ბოსლების ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბოსლები, კაკლიანი (აზერბაიჯანული)).“. 4. 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მერიაში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ჭრილში;“. მუხლი 2 1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის პირველი ივლისიდან. 3. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის პირველი იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები