დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 20 თებერვლის N10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 87 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.017374 |
87
27/06/2025
ვებგვერდი, 30/06/2025
120340000.22.026.017374
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 20 თებერვლის N10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 20 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 20 თებერვლის №10 ბრძანებით (ვებგვერდი, 20/02/2025, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.017294) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ზღვრული ასაკი 1. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის ზღვრული ასაკია 65 წელი. 2. გენერალურ ინსპექციაში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, მისივე თანხმობითა და მინისტრის ბრძანებით, შეიძლება ერთჯერადად გაუგრძელდეს სამსახურის ვადა 5 წლამდე ვადით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები