დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსოირტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 20006 წლის 17 მარტის №217 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 776 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 92, 12/07/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.070.22.033.008.882 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.008.882
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №776
2006 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
„საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 მარტის №217 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის, 123-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 მარტის №217 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №41, მუხ. 475) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
,,41. გრაფა 3 – გრაფაში აღინიშნება: საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში გადაადგილებისას თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად – ციფრი ,,40“, ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის – ,,10“, ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისათვის – ,,80“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები