დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 866-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.05.001.102798 |
|
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 313) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 25-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უსაფრთხო მესამე სახელმწიფოს შეფასებას ახორციელებენ ექსტრადიციის საკითხის განმხილველი ორგანოები ექსტრადიციისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საექსტრადიციო პროცედურის განხორციელებისას საქართველოს პროკურატურის ან პროკურორის დავალებით უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დამკავებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურა, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის შესახებ.“. 2. 341 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელებაზე პირის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წინაშე თანხმობის გამოხატვის შემდეგ მხედველობაში არ მიიღება მის მიმართ მიმდინარე, საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N866-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები