დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 835-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.05.001.102712 |
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით, რომელსაც არ უკავია ამ კანონით მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის გათვალისწინებული თანამდებობები და რომელიც არ ახორციელებს მრჩევლის უფლებამოსილებას; ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი;“. 2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება ამ კანონის 91 მუხლისა და IX2 თავის მოქმედება.“. 3. 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IX2 თავი: „თავი IX2 მრჩეველი საჯარო სამსახურში მუხლი 843. მრჩეველი 1. პირი, რომლის უფლებამოსილება ძირითადად/არსებითად მოიცავს სახელმწიფო მოსამსახურისთვის, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის, აგრეთვე პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირისთვის მისი უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით რჩევების მიცემას, საჯარო სამსახურში მიიღება მრჩევლად. 2. მრჩეველი არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტითა და ამ თავით გათვალისწინებული ნორმებისა) მოქმედება. მუხლი 84 4. პირის მრჩევლად მიღების წესი 1. პირი მრჩევლად მიიღება მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრება მრჩევლის საქმიანობის ძირითადი სფერო და მიმართულებები, აგრეთვე ამ ხელშეკრულების პირობები და მოქმედების ვადა. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სახელმწიფო მოსამსახურის, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, აგრეთვე პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის უფლებამოსილების ვადას. 2. მრჩეველთან დადებული ხელშეკრულება წყდება: ა) ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით; ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას; გ) შესაბამისი სახელმწიფო მოსამსახურის, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, აგრეთვე პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. 3. ამ მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 84 5. მრჩევლის საქმიანობა 1. პირი მრჩევლის უფლებამოსილებას სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად ახორციელებს. 2. საჯარო მოსამსახურე მრჩევლის უფლებამოსილებას შეიძლება ახორციელებდეს მხოლოდ იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. 3. ერთი და იმავე პირის მრჩევლად მიღება სხვადასხვა საჯარო დაწესებულების სისტემაში დაუშვებელია. მუხლი 84 6. მრჩევლის საქმიანობის ანაზღაურება 1. მრჩეველი თავის უფლებამოსილებას უსასყიდლოდ ახორციელებს. 2. მრჩევლის საქმიანობის ფულადი ჯილდოს, სახელფასო დანამატის ან სხვა მატერიალური სარგებლის სახით ანაზღაურება დაუშვებელია. 3. მრჩევლის მივლინებით გაგზავნასა და მივლინების ხარჯების ანაზღაურებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით საჯარო მოსამსახურის მივლინებით გაგზავნისა და მივლინების ხარჯების ანაზღაურებისთვის დადგენილი წესები.“. 5. 1261 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა, 91 მუხლისა, 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე–43-ე მუხლებისა, 841 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა, მე-5 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 და 61 პუნქტებისა, 842 მუხლისა და IX2 თავისა) მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხებისა) წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. მუხლი 2 1. საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომლის უფლებამოსილება ძირითადად/არსებითად მოიცავს სახელმწიფო მოსამსახურისთვის, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის, აგრეთვე პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირისთვის მისი უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით რჩევების მიცემას, 2025 წლის 1 აგვისტოდან გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. 2. 2025 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონით განსაზღვრული ხელშეკრულების სტანდარტული ფორმების დამტკიცება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N835-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები