საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 845-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.102746
845-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 03/07/2025
200000000.05.001.102746
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) სოციალური დაცვის საჭიროების მქონე ფიზიკური პირებისთვის, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ფიზიკური პირებისთვის, ხელმოკლე ფიზიკური პირებისთვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ობოლი ბავშვებისთვის, მარჩენალდაკარგულებისთვის, საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის – ავადმყოფებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისთვის, ომის, შეიარაღებული კონფლიქტის, ავარიის, სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის ან/და ეპიზოოტიის შედეგად დაზარალებულებისთვის);“.

2. მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მონასტრების, სამონასტრო ეკლესიების, სასულიერო-სასწავლო დაწესებულებების შენახვა, ამ სასულიერო-სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა და მსმენელთა სწავლება, საქველმოქმედო ორგანიზაციების (საავადმყოფოების, თავშესაფრების, ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულებების) შენახვა, აგრეთვე კანონიკური წესებით განპირობებული სხვა, ანალოგიური საწესდებო საქმიანობა.“.

3. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) დამქირავებლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მოსამსახურისთვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ მოსამსახურისთვის ან იმ სამხედრო მოსამსახურისთვის მიცემული შესაბამისი დახმარება, რომელიც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრდა ან რომელსაც ამ მოვალეობის შესრულებისას შესაძლებლობა შეეზღუდა, აგრეთვე აღნიშნული პირის დაღუპვის შემთხვევაში მისი დამქირავებლის მიერ ამ პირის ოჯახისთვის (მისი მემკვიდრისთვის) მიცემული დახმარება;“.

4. 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფასთან (მათ შორის, სააღმზრდელო დაწესებულებაში, ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ბავშვთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა, ავადმყოფთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან/და 60 წელზე მეტი ასაკის პირთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა, ხანდაზმულთა თავშესაფრისთვის საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა);“.

5. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებსაც შესაძლებლობა მეორე მსოფლიო ომის შედეგად შეეზღუდათ, და მათთან გათანაბრებული პირები პრივატიზების წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N845-IIმს-XIმპ