„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 858-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 470010000.05.001.102764
858-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 03/07/2025
470010000.05.001.102764
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) 45-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ არსებობს მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების ან/და შესაძლებლობის შეზღუდვის რისკი, რის გამოც აუცილებელია მისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, მაგრამ პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მოძებნა ვერ ხერხდება, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  მისი ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N858-IIმს-XIმპ