„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის №936 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017576
47
25/06/2025
ვებგვერდი, 26/06/2025
140130000.22.034.017576
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის №936 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №47

2025 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის №936 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის №936 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/11/2014, 140130000.22.034.016384) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სამართალდაცვით სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კავშირების დამყარება, ურთიერთობების გაღრმავება, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება, ოპერატიული კუთხით თანამშრომლობის გარდა;“;

ბ) „ნ1“ და „ნ2“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის „ა1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 მუხლის 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე