დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017575 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16/08/2019, 140130000.22.034.016898) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საპოლიციო სფეროში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ამ ორგანიზაციების წევრი სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობა;“. 2. მე-5 მუხლის: ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო ოპერატიული თანამშრომლობის ფარგლებში ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სამართალდაცვით სფეროში მოქმედ საერთაშორისო ან რეგიონულ ორგანიზაციებთან, მათ შორის, საქართველო-უკრაინა-აზერბაიჯანი-მოლდოვას რეგიონულ ორგანიზაციასთან (შემდგომში – სუამი), საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციასთან (შემდგომში – ინტერპოლი) და ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებთან, ევროპის პოლიციის სამსახურთან (შემდგომში – ევროპოლი) და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა;“; გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა; პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების, გარდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მივლინებული მეკავშირე ოფიცრისა, საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა;“. 3. მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი (მთავარი სამმართველო);“. 4. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) სტრუქტურა 1. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) შემადგენლობაშია: ა) ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სამმართველო; ბ) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო (სამმართველო); გ) 24/7 განყოფილება. 2. ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) ევროპოლის ეროვნული განყოფილება; ბ) რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის განყოფილება. 3. ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (სამმართველო) შემადგენლობაშია: ა) ფიზიკურ პირთა ძებნის და საერთაშორისო კრიმინალთან ბრძოლის განყოფილება; ბ) სატრანსპორტო საშუალებათა ძებნის განყოფილება. 4. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლის ცენტრის (მთავარი სამმართველოს) შემადგენლობაშია სამინისტროს მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში მივლენილი პოლიციის ატაშეები და მეკავშირე ოფიცრები (გარდა სამინისტროს სხვა სტრუქტურული დანაყოფების მიერ მივლენილი მეკავშირე ოფიცრებისა).“. 5. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) კომპეტენცია სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) კომპეტენციაა: ა) სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო ოპერატიული თანამშრომლობის განხორციელება საერთაშორისო ხელშეკრულებების, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამები) შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; გ) ინტერპოლთან, ევროპოლთან და სუამთან 24/7 საკონტაქტო პუნქტის ფუნქციის განხორციელება, კერძოდб ოპერატიული და არაოპერატიული ინფორმაციის გაცვლა; უსაფრთხო კომუნიკაციის არხების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; დ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა; ე) საზღვარგარეთის სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებთან ერთად საერთაშორისო დონეზე დამნაშავეობასთან ბრძოლის მიზნით საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების დახმარება და კოორდინაცია; ვ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამართალდამცავი ორგანოებიდან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებით დეპარტამენტში შემოსული მოთხოვნების მიღება, დამუშავება, სამინისტროს მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამისი რეაგირება, აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნების სხვა დანაყოფში/დაწესებულებაში შესასრულებლად გადაგზავნა, აგრეთვე მათი შესრულების კოორდინაცია და კონტროლი; ზ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებში მიმდინარე რეფორმების, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკისა და პრაქტიკის შესწავლა, განზოგადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; თ) ინტერპოლთან და საზღვარგარეთის სახელმწიფოების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებთან, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა ინტერპოლის წესდებისა (კონსტიტუცია) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი) ინტერპოლის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების აღსრულების ხელშეწყობა; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
1. ამ ბრძანების საფუძველზე, საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლენილი პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა არ მიიჩნევა პირის დიპლომატიური წარმომადგენლობიდან გამოწვევად.
2. ამ ბრძანების საფუძველზე, პირის პოლიციის ატაშეს ან მეკავშირე ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნა არ მიიჩნევა როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნად. პოლიციის ატაშეს/მეკავშირე ოფიცერს დიპლომატიური უფლებამოსილება უნარჩუნდება ბოლო როტაციის დარჩენილი ვადით. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები