დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 860-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010100000.05.001.102759 |
|
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 2000 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) პალიატიური მზრუნველობა − მულტიდისციპლინური მიდგომით მომსახურება, რომელიც ტკივილისა და სხვა ფიზიკური და ფსიქოსოციალური საჭიროებების ადრეული გამოვლენის, სწორი შეფასებისა და მკურნალობის, ფსიქოსოციალური და სულიერი თანადგომის, ტანჯვის პრევენციისა და შემსუბუქების გზით აუმჯობესებს ქრონიკული დაავადების ან/და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადების მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს;“. 2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12 1. სახელმწიფო იცავს პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას, რომლის გადაუდებლად განხორციელების გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, შესაძლებლობის შეზღუდვა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება. 2. თუ პაციენტი საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, შესაძლებლობის შეზღუდვა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ხოლო სამედიცინო მომსახურების გამწევს არ შეუძლია განახორციელოს ასეთი სამედიცინო მომსახურება, იგი ვალდებულია პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება პაციენტმა მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება.“. 3. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დაავადებით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მძიმე ფორმის შესაძლებლობის შეზღუდვას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N860-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები