დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 850-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140100000.05.001.102754 |
850-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 03/07/2025
140100000.05.001.102754
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) მე-17 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. თუ პირმა, რომელიც კონტრაქტით თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში მონაწილეობისას დაჭრის, კონტუზიის ან დასახიჩრების შედეგად მიიღო ტრავმა, რომელიც გამორიცხავს ამ ორგანოებთან მისი შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობას, მას შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემა ერთდროული შემწეობა 5 წლის ხელფასის ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნულ პირს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის გავლის შედეგად დაენიშნება ის სოციალური პაკეტი, რომლის დანიშვნის საფუძვლადაც საქართველოს კანონმდებლობით პირისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენაა გათვალისწინებული.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N850-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები