„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 847-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 010170000.05.001.102753
847-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 03/07/2025
010170000.05.001.102753
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.12.2016, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.018235) მე-3 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირი – არასრულწლოვანი, კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანი, ხანდაზმული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ორსული, მარტოხელა მშობელი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, სერიოზული ფიზიკური დაავადების ან/და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი, პოსტტრავმული აშლილობის მქონე პირი, წამების, გაუპატიურების, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, აგრეთვე სხვა პირი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ პროცედურულ გარანტიებს, რათა ისარგებლოს ამ კანონით განსაზღვრული უფლებებით და შეასრულოს ამავე კანონით გათვალისწინებული მოვალეობები;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N847-IIმს-XIმპ