,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017932
164
25/06/2025
ვებგვერდი, 26/06/2025
190040000.22.033.017932
,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №164

2025 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005  წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში (სსმ III, №41, 08/04/2005, სარეგისტრაციო კოდი: 190.040.000.22.033.007.224) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა, გარდა ამ ბრძანების 21 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, განისაზღვროს 30 ლარის ოდენობით, რომელიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად, ხოლო 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდეს მხოლოდ მგზავრობის ხარჯები;“.

2. მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ქვეყნის შიგნით მივლინებისას, თუ იგი მივლინების ადგილას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აყვანილი იქნება კვებით კმაყოფაზე, მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვროს ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეყნის შიგნით მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმის  30% -ის ოდენობით.“.

3. 44 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„44. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა განისაზღვროს „სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესისა და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 დეკემბრის №412 დადგენილების შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი კაკაურიძე