დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეტა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვირის შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თერბერვლის №115 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 848 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 14/07/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.034.008.874 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.034. 008.874
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №848
2006 წლის 6 ივლისი
ქ.თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №115 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 11-ე პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების, “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №115 ბრძანებაში (სსმ 03.02.2006, №14, მუხ. 179) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური და პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:”.
2. ბრძანების პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები თანდართული ნუსხების მიხედვით.
2. სამინისტროს მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს თანამდებობრივ კატეგორიებს ანიჭებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირები.
6. ბრძანებით განსაზღვრული სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები და სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგო ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები