დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 786-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.05.001.102779 |
|
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.018492) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) ექსპლუატაციის პირობის ცვლილება − ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის განსხვავებული ტექნოლოგიით შეცვლას, ექსპლუატაციის პირობების შეცვლას ან/და წარმადობის გაზრდას. ექსპლუატაციის პირობის ცვლილებად მიიჩნევა აგრეთვე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ადგილის გაფართოება, თუ შესაბამისი ტერიტორია საჭიროა საქმიანობის განხორციელებასთან ტექნიკურად ან/და ფუნქციურად დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განსათავსებლად;“; ბ) „ო1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) სკრინინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული დოკუმენტისთვის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების, ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გზშ-ის ჩატარებისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენის საჭიროებას;“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-4 ნაწილის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სკრინინგის პროცედურის საფუძველზე ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გზშ-ის ჩატარების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრა;“; ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) გზშ-ის ანგარიშის, სგშ-ის ანგარიშის, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნა;“; ა.გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;“; ა.დ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის, აგრეთვე ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა.“; ბ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 3. მე-5 მუხლის: ა) 111 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „111. სააგენტო ამ მუხლის მე-7 ნაწილის, მე-8 ნაწილის ან/და მე-11 ნაწილის საფუძველზე შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს მიღებული განცხადების/დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი/მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოებას უფლება აქვს, აღნიშნული განცხადების/დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 15 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები ამ განცხადებასთან/დოკუმენტებთან დაკავშირებით. აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სააგენტო იხილავს საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ.“; ბ) მე-12 და 121 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ექსპლუატაციის პირობის ცვლილება ამ კოდექსით განსაზღვრული სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობად მიიჩნევა. 121. თუ საქმიანობის განმახორციელებელი ექსპლუატაციის პირობის ცვლილებას გეგმავს, იგი უფლებამოსილია სააგენტოს ამ კოდექსის 71 მუხლით დადგენილი წესით, სკრინინგის ეტაპის გავლის გარეშე წარუდგინოს განცხადება და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიში. ამ შემთხვევაში გამოიყენება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გაცემისთვის ამ კოდექსის 71 მუხლით დადგენილი პროცედურა.“; გ) 121 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 122 ნაწილი: „122. თუ სკრინინგის პროცედურის საფუძველზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობის ექსპლუატაციის პირობების შეცვლა ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენას არ საჭიროებს, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს საქმიანობის განმახორციელებლის ვალდებულებას, საქმიანობა განახორციელოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების განუყოფელი ნაწილია და მისი შესრულება სავალდებულოა.“; დ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. თუ საქმიანობის განმახორციელებელი გეგმავს ამ კოდექსის I დანართით ან/და II დანართით გათვალისწინებული ისეთი საქმიანობების განხორციელებას, რომლებიც ტექნიკურად ან/და ფუნქციურად ურთიერთდაკავშირებულია, იგი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს საერთო სკოპინგის ანგარიში და მოითხოვოს ერთი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა ამავე კოდექსის შესაბამისად.“; ე) მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. სააგენტო უფლებამოსილია ამ კოდექსით გათვალისწინებული სკრინინგის განცხადების, სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადების, სკოპინგის ანგარიშის, სკოპინგის დასკვნის, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშისა და შესაბამისი პირობების შესრულების მიზნით მისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის პროცესში საჭიროების შემთხვევაში ჩართოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ექსპერტი/ექსპერტები. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურების წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით.“; ვ) მე-16 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 ნაწილი: „17. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, ამავე კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების ვადების ფარგლებში სააგენტოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შენიშვნების ან დასაბუთებული უარის წარუდგენლობის შემთხვევაში სათანადო საკითხი აღნიშნულ ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებულად ითვლება და სააგენტო უფლებამოსილია გასცეს შესაბამისი გადაწყვეტილება.“. 4. მე-7 მუხლის: ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-12 ნაწილით განსაზღვრული ექსპლუატაციის პირობის ცვლილებისა და ამავე კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გზშ-ის ჩატარებამდე ხორციელდება სკრინინგის პროცედურა, გარდა ამ კოდექსის მე-5 მუხლის 121 ნაწილითა და ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე წარუდგინოს დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადება და სააგენტოსგან მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს, გარდა ამ კოდექსის მე-5 მუხლის 121 ნაწილითა და ამ მუხლის მე-3, მე-12 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე წარუდგინოს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ სკრინინგის განცხადება და სააგენტოსგან მიიღოს შესაბამისი სკრინინგის გადაწყვეტილება.“; გ) 41 ნაწილი ამოღებულ იქნეს; დ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააგენტო სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, სკრინინგის განცხადების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარუდგინონ მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით. სააგენტო იხილავს საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.“; ე) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი: „51. სკრინინგის პროცედურის განხორციელებისას სკრინინგის გადაწყვეტილების ან ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაციის არარსებობის ან/და დოკუმენტაციაში მნიშვნელოვანი შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში სააგენტო სკრინინგის განცხადების ამ მუხლის შესაბამისად განთავსებიდან არაუგვიანეს 8 დღისა იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.“; ვ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააგენტო სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 10 დღისა და არაუგვიანეს 15 დღისა ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს, ხოლო ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ სკრინინგის განცხადების შემთხვევაში − გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა ცვლილება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენას, შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: ა) საქმიანობის მახასიათებლები: ა.ა) საქმიანობის მასშტაბი; ა.ბ) არსებულ საქმიანობასთან ან/და დაგეგმილ საქმიანობასთან კუმულაციური ზემოქმედება; ა.გ) ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით – წყლის, ნიადაგის, მიწის, ბიომრავალფეროვნების) გამოყენება; ა.დ) ნარჩენების წარმოქმნა; ა.ე) გარემოს დაბინძურება და ხმაური; ა.ვ) საქმიანობასთან დაკავშირებული მასშტაბური ავარიის ან/და კატასტროფის რისკი; ბ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი და მისი თავსებადობა: ბ.ა) ჭარბტენიან ტერიტორიასთან; ბ.ბ) შავი ზღვის სანაპირო ზოლთან; ბ.გ) ტყით დაფარულ ტერიტორიასთან, სადაც გაბატონებულია საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები; ბ.დ) დაცულ ტერიტორიასთან; ბ.ე) დასახლებულ ტერიტორიასთან; ბ.ვ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და სხვა ობიექტთან; ბ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ლანდშაფტურ, სარეკრეაციო და სატყეო ტერიტორიებთან (ზონებთან); გ) საქმიანობის შედეგად გარემოზე შესაძლო ზემოქმედება: გ.ა) ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი; გ.ბ) ზემოქმედების შესაძლო ხარისხი და კომპლექსურობა.“; ზ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. სააგენტო სკრინინგის პროცედურის დასრულებიდან 1 დღის ვადაში ამის შესახებ აცნობებს განმცხადებელს და 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს სკრინინგის გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“; თ) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია სააგენტოს ერთდროულად წარუდგინოს სკრინინგის განცხადება და სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადება ამავე კოდექსის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად. თუ სააგენტო სკრინინგის პროცედურის საფუძველზე დაადგენს, რომ აღნიშნული საქმიანობა გზშ-ს ექვემდებარება, იგი იმავე გადაწყვეტილებით, ამ კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით.“. 5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება 1. თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე სკრინინგის პროცედურის შედეგად განისაზღვრა ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენის საჭიროება, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად შედგენილი ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადება და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიში. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიში უნდა მომზადდეს ამ კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, ხოლო ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს აგრეთვე ამავე კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტაცია. 2. იმ საქმიანობაზე, რომელზედაც ასევე გაცემულია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადება სააგენტოს უნდა წარედგინოს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად. აღნიშნულ შემთხვევაში გამოიყენება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურები. 3. სააგენტო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებისა და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს: ა) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებისა და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას; ბ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ კოდექსის მე-10 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის შემოწმებას და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში წყვეტს ადმინისტრაციულ წარმოებას, ამის შესახებ 1 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს და 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. 4. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს: ა) ექსპერტიზას; ბ) საზოგადოებისა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას; გ) შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში – ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებულ პროცედურას. 5. თუ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ან/და ექსპერტიზის შედეგად ან/და საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვის საფუძველზე გამოვლინდება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის არსებითი ხარვეზები (მაგალითად, მოსალოდნელი ზემოქმედების არასაკმარისი ანალიზი, გაურკვეველი ან აშკარად არაეფექტიანი შემარბილებელი ღონისძიებები და სხვა), სააგენტო უფლებამოსილია ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადების ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება. ამ შემთხვევაში სააგენტო ამის შესახებ 1 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს და 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. 6. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით სააგენტო ქმნის ამ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ საექსპერტო კომისიას. საექსპერტო კომისია შექმნიდან 20 დღის ვადაში სააგენტოს წარუდგენს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ ექსპერტიზის დასკვნას. 7. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადების ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან 20 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით წარუდგინონ მოსაზრებები და შენიშვნები ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით. სააგენტო იხილავს საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ. 8. სააგენტო უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და საექსპერტო დასკვნების ან/და საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების საფუძველზე ერთჯერადად მიიღოს გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენისა და ექსპლუატაციის პირობის ცვლილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიღება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 30 დღისა. სააგენტო ამ გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან 1 დღის ვადაში აცნობებს საქმიანობის განმახორციელებელს. ამასთანავე, სააგენტო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად დადგენილი ხარვეზის გათვალისწინებით დაზუსტებული დოკუმენტაციის სააგენტოსთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საექსპერტო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ. საექსპერტო კომისიას დაზუსტებული დოკუმენტაციის განსახილველად და ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად განესაზღვრება დამატებითი ვადა − არაუმეტეს 10 დღისა. დაზუსტებული დოკუმენტაციის სააგენტოსთვის წარდგენიდან 1 დღის ვადაში სააგენტო განმცხადებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების შესახებ. ამასთანავე, სააგენტო ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, შესაბამისი განცხადების/დოკუმენტაციის აღნიშნულ პორტალსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 10 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით წარუდგინონ მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ განცხადებასთან/დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემისას სააგენტო იხილავს საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ. საექსპერტო კომისიის მიერ დაზუსტებული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის სააგენტოსთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 10. სააგენტო ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 40 დღისა და არაუგვიანეს 45 დღისა. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, უნდა შეიცავდეს სააგენტოს მიერ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრულ პირობებს. 11. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია შეასრულოს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობები. ამ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების განუყოფელი ნაწილია და მისი შესრულება სავალდებულოა. 12. ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ექსპლუატაციის პირობის ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ. 13. სააგენტო ექსპლუატაციის პირობის ცვლილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას 1 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს და 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“. 6. მე-8 მუხლის: ა) მე-2 და 21 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადებისა და საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, აგრეთვე აღნიშნული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 21. სკოპინგის დასკვნის დაჩქარებული წესით გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 1 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადებისა და სკოპინგის ანგარიშის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“; ბ) 21 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 ნაწილი: „22. სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, ხოლო სკოპინგის დასკვნის დაჩქარებული წესით გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში − სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ მუხლის მე-3 ნაწილსა და საქართველოს კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის შემოწმებას და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში წყვეტს ადმინისტრაციულ წარმოებას, ამის შესახებ 1 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს და 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს აღნიშნული გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.“. 7. მე-9 მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადების ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ან 21 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-15 დღისა სააგენტო უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას. სააგენტო პასუხისმგებელია საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის და უზრუნველყოფს მისი ორგანიზების, მათ შორის, სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების, ხარჯების ანაზღაურებას. საჯარო განხილვის პროცესს წარმართავს სააგენტო. სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ოქმს. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს მის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 დღისა, ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება ამ საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია აღნიშნული საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება − სააგენტოს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა ამ კოდექსის 34-ე მუხლის 21 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.“; ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ საქმიანობის განმახორციელებელი სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან 5 წლის ვადაში ვერ მიიღებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ამ კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, სკოპინგის დასკვნის დამტკიცების შესახებ სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად ცხადდება.“; გ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სააგენტო სკოპინგის პროცედურის დასრულებიდან, სკოპინგის ანგარიშის, სკოპინგის დასკვნის ან/და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“. 8. მე-10 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს მიერ სკოპინგის დასკვნის დამტკიცების შემდეგ, ხოლო ამ კოდექსის 71 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენის საჭიროების განსაზღვრის შემდეგ საქმიანობის განმახორციელებელი ან/და კონსულტანტი უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის მომზადებას. აღნიშნული გზშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო ხარჯებს საქმიანობის განმახორციელებელი ანაზღაურებს. გზშ-ის პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორისა და დაგეგმილი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო, სათანადო ინფორმაციის წარმოდგენისთვის პასუხისმგებელია საქმიანობის განმახორციელებელი ან/და კონსულტანტი.“; ბ) მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების შედეგად შესაძლო ინციდენტების განსაზღვრისა და მათი შედეგების შეფასების შესახებ, მათ შორის, ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების სამოქმედო გეგმას, რომელსაც საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუთანხმებს შესაბამის კომპეტენტურ უწყებას;“; გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გზშ-ის ანგარიშის შინაარსი და წარსადგენი, სავალდებულო დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“; დ) მე-4 ნაწილის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა იმავდროულად საჭიროებს ტყის სტატუსის შეწყვეტას, გზშ-ის ანგარიშს უნდა დაერთოს ტყის სტატუსის შეწყვეტისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, ხოლო თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა იმავდროულად საჭიროებს განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალურ სარგებლობას, საქმიანობის განმახორციელებელმა სააგენტოს გზშ-ის ანგარიშთან ერთად უნდა წარუდგინოს საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს მოსაზრება.“. 9. მე-11 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება. სააგენტო უზრუნველყოფს ამ განცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით განხილვას. აღნიშნული განცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ წესთან შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გაცემა დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის საფუძველზე, ამ მუხლით დადგენილი წესით.“; ბ) მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გზშ-ის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში − აგრეთვე დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;“; გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, აგრეთვე აღნიშნული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“; დ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების, აგრეთვე ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების (თუ სკრინინგის შედეგად განისაზღვრა ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენის საჭიროება) მისაღებად გადაიხდევინება გზშ-ის მოსაკრებელი. გზშ-ის მოსაკრებლის ოდენობა 500 ლარია. გზშ-ის მოსაკრებლის გადახდის წესი განისაზღვრება „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით.“; ე) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გაცემისთვის დაწესებული დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობა 15 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.“. 10. მე-12 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ კოდექსის მე-10 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის შემოწმებას და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში წყვეტს ადმინისტრაციულ წარმოებას, ამის შესახებ 1 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს და 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. 3. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით სააგენტო ქმნის ამ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ საექსპერტო კომისიას. საექსპერტო კომისიის შექმნიდან 30 დღის ვადაში საექსპერტო კომისიის წევრები სააგენტოს წარუდგენენ საექსპერტო დასკვნებს, ხოლო საექსპერტო კომისია შექმნიდან 40 დღის ვადაში მას წარუდგენს გზშ-ის ანგარიშის შესახებ ექსპერტიზის დასკვნას.“; ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუადრეს 25-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა სააგენტო უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვას. სააგენტო პასუხისმგებელია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის. სააგენტო წარმართავს საჯარო განხილვის პროცესს. სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ოქმს. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს მის ჩატარებამდე არაუგვიანეს 20 დღისა, ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად. საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება ამ საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია აღნიშნული საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება − სააგენტოს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა ამ კოდექსის 34-ე მუხლის 21 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.“; გ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61−63 ნაწილები: „61. სააგენტო უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და საექსპერტო დასკვნების ან/და საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების საფუძველზე ერთჯერადად მიიღოს გადაწყვეტილება გზშ-ის ანგარიშის ხარვეზის დადგენისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიღება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 50 დღისა. ამის შესახებ სააგენტო ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს. ამასთანავე, სააგენტო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. 62. ამ მუხლის 61 ნაწილის შესაბამისად დადგენილი ხარვეზის გათვალისწინებით დაზუსტებული დოკუმენტაციის სააგენტოსთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საექსპერტო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ. საექსპერტო კომისიას დაზუსტებული დოკუმენტაციის განსახილველად და ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად განესაზღვრება დამატებითი ვადა − არაუმეტეს 10 დღისა. დაზუსტებული დოკუმენტაციის სააგენტოსთვის წარდგენიდან 1 დღის ვადაში სააგენტო განმცხადებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების შესახებ. ამასთანავე, სააგენტო ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, შესაბამისი განცხადების/დოკუმენტაციის აღნიშნულ პორტალსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 10 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით წარუდგინონ მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ განცხადებასთან/დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემისას სააგენტო იხილავს საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ. საექსპერტო კომისიის მიერ დაზუსტებული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის სააგენტოსთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 63. თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ან/და ექსპერტიზის შედეგად ან/და საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვის საფუძველზე გამოვლინდება გზშ-ის ანგარიშის არსებითი ხარვეზები (მაგალითად, მოსალოდნელი ზემოქმედების არასაკმარისი ანალიზი, გაურკვეველი ან აშკარად არაეფექტიანი შემარბილებელი ღონისძიებები და სხვა), სააგენტო უფლებამოსილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება.“; დ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 85-ე დღისა და არაუგვიანეს 90-ე დღისა სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, ხოლო ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 51-ე დღისა და არაუგვიანეს 55-ე დღისა.“; ე) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის, ექსპერტიზის დასკვნის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტისა და საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობის შედეგების თაობაზე ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“; ვ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით გაიცემა. თუ საქმიანობის განმახორციელებელი 7 წლის ვადაში არ დაიწყებს ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქმიანობას, სააგენტო გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს.“. 11. მე-13 მუხლის: ა) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის საკომპენსაციო ღონისძიებებს ან/და შემარბილებელ ღონისძიებებს, რომლებიც დგინდება საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე პირთან შეთანხმებით;“; ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა არ წარმოშობს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე პირის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებას ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებით და მოიცავს მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს.“. 12. მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშით, სკოპინგის ანგარიშით, გზშ-ის ანგარიშით ან/და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება გარემოზე ზემოქმედების ხასიათისა და მოცულობის მიუღებლობა, გარემოზე ზემოქმედების რისკის პრევენციის შეუძლებლობა ან/და გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობა.“. 13. მე-15 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააგენტო ამ მუხლის მე-4 ან 41 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას.“. 14. მე-16 მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტო საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი განცხადების რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.“; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააგენტო საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სააგენტოს მიერ მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ ან გზშ-ისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.“. 15. მე-17 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგების (დოკუმენტის) მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე მათ/მის განთავსებას.“. 16. მე-20 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სგშ-ის ჩატარება სავალდებულოა ისეთი სტრატეგიული დოკუმენტისთვის, აგრეთვე ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სტრატეგიულ დოკუმენტში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება ითვალისწინებს სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული განსახორციელებელი საქმიანობის/საქმიანობების მასშტაბის გაზრდას, საქმიანობის განხორციელების ადგილის ცვლილებას (მათ შორის, გაზრდას), საქმიანობის/საქმიანობების სახეობის/სახეობების, ექსპლუატაციის პირობების ან წარმადობის ცვლილებას), რომლითაც დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობებისთვის შემდეგ სექტორებში: ა) სოფლის მეურნეობა; ბ) სატყეო მეურნეობა; გ) თევზჭერა; დ) ენერგეტიკა; ე) მრეწველობა; ვ) ტრანსპორტი; ზ) ნარჩენების მართვა; თ) წყლის რესურსების მართვა; ი) ელექტრონული კომუნიკაციები; კ) ტურიზმი; ლ) სივრცითი დაგეგმარება და ქალაქთმშენებლობა. 5. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგის პროცედურას ექვემდებარება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტში ცვლილება, რომელზედაც სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულია რეკომენდაციები. სგშ-ის პროცედურა სავალდებულოა სტრატეგიულ დოკუმენტში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის, რომელიც: ა) ახდენს გარემოზე ხანგრძლივ და შეუქცევ ან მაღალი კუმულაციური ეფექტის მქონე ზემოქმედებას; ბ) გარემოს ან/და ადამიანის ჯანმრთელობას მომეტებულ რისკს უქმნის; გ) ახდენს ზემოქმედებას უნიკალური ბუნებრივი მახასიათებლების ან კულტურული მემკვიდრეობის შემცველ ტერიტორიაზე, დაცულ ტერიტორიაზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი მნიშვნელობის ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი.“. 17. 23-ე მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტო სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან პროექტის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო აღნიშნულ განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს აგრეთვე სკრინინგის განცხადების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ ამ დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, სკრინინგის განცხადებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან პროექტის აღნიშნულ ვებგვერდებსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარადგინონ მოსაზრებები და შენიშვნები ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.“; ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სააგენტო სკრინინგის გადაწყვეტილებების მიღებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილებების, აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. სკრინინგის გადაწყვეტილებების მიღებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო ამ გადაწყვეტილებებს, აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს აგრეთვე აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“. 18. 24-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტო სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო აღნიშნულ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს აგრეთვე სკოპინგის განცხადების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ ამ დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“. 19. 25-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტო სკოპინგის დასკვნების გაცემიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ დასკვნებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან სამუშაო ვერსიის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. სკოპინგის დასკვნების გაცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ ამ დასკვნებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან სამუშაო ვერსიის თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებას, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს აგრეთვე სკოპინგის დასკვნების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული დასკვნების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“. 20. 27-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამგეგმავი ორგანო სააგენტოს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს განცხადებით და როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით წარუდგენს სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტს. სგშ-ის ანგარიში ხელმოწერილი უნდა იყოს მის მომზადებაში (შედგენაში) მონაწილე პირის/პირების მიერ, მათ შორის, კონსულტანტის მიერ (მისი არსებობის შემთხვევაში). სგშ-ის ანგარიში და მის მომზადებაში (შედგენაში) მონაწილე პირის/პირების შესახებ ინფორმაცია საჯაროა. სააგენტო აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო ამ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს აგრეთვე აღნიშნული განცხადების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ ამ დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“; ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სააგენტო სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით ამ მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად რეკომენდაციების გაცემიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე მათ განთავსებას. აღნიშნულ რეკომენდაციებს მათი გაცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს აგრეთვე ამ რეკომენდაციების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“. 21. 28-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააგენტო დამგეგმავი ორგანოს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების გამოგზავნიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება დამგეგმავი ორგანოს მიერ გამოგზავნიდან 3 დღის ვადაში განათავსოს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტის ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“. 22. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზი შესაბამისი შესაძლებლობის არსებობისა და საჭიროების შემთხვევაში სააგენტო თავის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების დამოუკიდებელი ანალიზის ჩატარებას და აღნიშნული ანალიზის შედეგების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე სისტემურად განთავსებას.“. 23. 31-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო/სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს: ა) გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე (როდესაც შესაძლებელია მისი ეფექტიანი მონაწილეობა) მონაწილეობა ამ თავით დადგენილი წესით; ბ) საზოგადოებისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და აღნიშნულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დროულად, ეფექტიანი და ადეკვატური საშუალებებით მიწოდება; გ) საზოგადოებისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა; დ) საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობა და მის წარმომადგენელთა მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობა და საზოგადოებისთვის მიწოდება.“. 24. 33-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საზოგადოების ეფექტიანი ინფორმირებისთვის საჭირო ინფორმაციის ფარგლებს და უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის: ა) გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას; ბ) ნაბეჭდი ეგზემპლარის ხელმისაწვდომობას.“. 25. 35-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებულ ან/და სააგენტოსთვის წარდგენილ შენიშვნებსა და მოსაზრებებს, რომლებიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებს არ ეხება, სააგენტო უგზავნის შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს (ორგანოებს)/მუნიციპალიტეტს (მუნიციპალიტეტებს).“; ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო ვალდებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უზრუნველყოს საზოგადოებისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის დროულად, ამ თავით დადგენილი წესით, შესაბამისი საშუალებებით მიწოდება.“. 26. 37-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტო ვალდებულია გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის.“. 27. 38-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ არსებობს ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული საფუძველი და საქმიანობის/სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებამ შესაძლებელია გარემოზე მოახდინოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, რომელიც იდენტიფიცირებულია საქმიანობის განმახორციელებლის, დამგეგმავი ორგანოს, სააგენტოს ან/და ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული სახელმწიფოს მიერ, სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა გამოსცემს საქმიანობის/სტრატეგიული დოკუმენტის გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს ვალდებულება, სააგენტოს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით წარუდგინოს შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული ეგზემპლარები, რომელიც შესაძლებელია ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას დაექვემდებაროს, და ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვადა. საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს მიერ თარგმნილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოსთვის წარდგენამდე საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ. სააგენტო ვალდებულია დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 1 დღის ვადაში, ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის.“. 28. 41-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სხვა სახელმწიფოსთან კონსულტაციების გამართვამდე სააგენტო უზრუნველყოფს ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით აღნიშნული კონსულტაციების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას იმ ტერიტორიაზე, რომელიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას ექვემდებარება. 5. საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს სააგენტო, თუ გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგად სხვა რამ არ დადგინდება.“. 29. 43-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშზე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის საკითხზე, გზშ-ის ანგარიშზე, სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადება;“; ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საექსპერტო კომისიის წევრები უფლებამოსილი არიან ადგილზე დაათვალიერონ და შეისწავლონ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების, სტრატეგიული დოკუმენტით, აგრეთვე ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორია. საქმიანობის განმახორციელებელი/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნულ ტერიტორიაზე საექსპერტო კომისიის წევრების შეუფერხებელი გადაადგილება.“. 30. 46-ე მუხლის: ა) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 ნაწილები: „51. სააგენტო უფლებამოსილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არ გააუქმოს მანამ, სანამ საქმიანობის განმახორციელებელი სრულად არ განახორციელებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, საქმიანობის განხორციელების ადგილის აღდგენასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. 52. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს იმ საქმიანობებზე შესაბამისი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, რომლებზედაც გაცემულია გზშ-ის სფეროში შესაბამისი აღმჭურველი აქტი და რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად აღარ საჭიროებს ამავე კოდექსით დადგენილი პროცედურების გავლას.“; ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებამ შეიძლება უფრო მეტი ზიანი გამოიწვიოს, ვიდრე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მოქმედების გაგრძელებამ, ან თუ საქმიანობის შეჩერება არსობრივად შეუძლებელია, სააგენტო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელისთვის განსაზღვრული დამატებითი პირობების დაცვით გარკვეული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ. ასეთ შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი ვალდებულია სააგენტოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი პირობების შესრულება.“. 31. 47-ე მუხლის მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისი გეგმა-გრაფიკით დადგენილ ვადებში სრულად შესრულების შემთხვევაში იგი ვალდებულია მიმართოს სააგენტოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს „ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.“. 32. 49-ე მუხლის: ა) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მინისტრმა 2028 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანება „სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზის ჩატარების შესახებ“.“; ბ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი: „8. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 აგვისტომდე მიიღოს დადგენილება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ ანგარიშის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“.“. 33. I დანართის: ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუჯის, ფოლადის ან/და ფეროშენადნობების წარმოება, პირველადი დნობის ან/და მეორეული დნობის ჩათვლით, აგრეთვე თუჯის ან ფოლადის დნობა პროდუქციის წარმოების მიზნით.“; ბ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე გვირაბის ან/და ხიდის მშენებლობა, გარდა იმ ხიდისა, რომელიც შენდება არსებული ხიდის ჩასანაცვლებლად იმავე ხიდის ადგილას ან/და არსებული ხიდის მომიჯნავედ, გზის ღერძიდან ორივე მხარეს 100 მეტრის დაშორებით.“; გ) მე-16 და მე-17 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. წელიწადში 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება. 17. წელიწადში 100 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება.“; დ) მე-20 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. ურბანული ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 50 000-იანი ან მეტი მოსახლეობისთვის.“. 34. II დანართის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა: 1.1. 10 ჰექტარი ან 10 ჰექტარზე მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება; 1.2. 10 ჰექტარი ან 10 ჰექტარზე მეტი ფართობის ყამირი მიწების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება; 1.3. სამელიორაციო სისტემის მოწყობა და ექსპლუატაცია; 1.4. 50 ჰექტარი ან 50 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყის გაშენება ან/და 5 ჰექტარი ან 5 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყის გაჩეხა სხვა კატეგორიის მიწად გარდაქმნისა და გამოყენების მიზნით; 1.5. 500 ან 500-ზე მეტი მსხვილფეხა შინაური პირუტყვისთვის განკუთვნილი სადგომის მშენებლობა; 1.6. ზღვის ფართობის ათვისება (ხელოვნური კუნძულის, ნახევარკუნძულის და სხვათა შექმნა).“; ბ) 4.1 ნაწილი ამოღებულ იქნეს; გ) 7.6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7.6. ცხოველთა სასაკლაოს მოწყობა და ექსპლუატაცია, სადაც დღე-ღამეში 300 ან 300-ზე მეტი ცხოველი იკვლება;“; დ) 9.8 ნაწილი ამოღებულ იქნეს; ე) 9.13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9.13. ზღვის სანაპიროს ეროზიის შესაკავებელი სამუშაოები და საზღვაო სამუშაოები, რომლებითაც შეიძლება სანაპიროს შეცვლა მშენებლობის მეშვეობით (მაგალითად, დამბის, ჯებირის, მიწაყრილის განთავსება და ზღვისგან დაცვის სხვა სამუშაოები), გარდა მათი მოვლა-შენახვისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა.“; ვ) 10.2 და 10.3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10.2. წელიწადში 10 ტონამდე სახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება; 10.3. წელიწადში 10 ტონიდან 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება (გარდა წინასწარი დამუშავებისა);“; ზ) 10.4 ნაწილი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ფუნქციის (გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან საჭირო კადრების საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში უკონკურსოდ გადმოყვანა. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა, მე-3 ნაწილის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებისა, მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტებისა, მე-5 და მე-6 ნაწილებისა, მე-7 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, მე-8 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 ნაწილისა, მე-10 ნაწილის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებისა, მე-12−მე-15 და მე-17−29-ე ნაწილებისა, 33-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 34-ე ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, მე-3 ნაწილის „ა“−„ე“ ქვეპუნქტები, მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტები, მე-5 ნაწილი (გარდა მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 71 მუხლის მე-2 ნაწილისა), მე-6 ნაწილი, მე-7 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-8 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-9 ნაწილი, მე-10 ნაწილის „ა“−„ე“ ქვეპუნქტები და მე-12−მე-15 და მე-17−29-ე ნაწილები ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის 33-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და 34-ე ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან. 4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 71 მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N786-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები