ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 788-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.102778
788-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 04/07/2025
360160000.05.001.102778
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 26-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1. რეგისტრაციას ექვემდებარება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი საქმიანობები:

ა) ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება;

ბ) 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება;

გ) წელიწადში 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის წინასწარი დამუშავება;

დ) არანაკლებ 2 ტონა და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება;

ე) ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობა და ოპერირება;

ვ) წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება;

ზ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის II დანართით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე არ დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას.“.

2. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

„8. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის II დანართით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული იმ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელება, რომელიც სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე არ დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N788-IIმს-XIმპ