„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 795-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 360150000.05.001.102781
795-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 04/07/2025
360150000.05.001.102781
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.03.2021, სარეგისტრაციო კოდი: 360150000.05.001.020241) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:

„მუხლი ​231. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება

1. უკანონო ქმედებით გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 40 000 ლარიდან 80 000 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.

2. გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელების ფარგლებში გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება −

გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანში იგულისხმება ისეთი ზიანი, როდესაც გარემოს დაზიანების დონე ამ კანონის №1 დანართით გათვალისწინებულ მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს შეესაბამება.“.

2. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

 „11. სამართალდამრღვევს ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის მე-17−23-ე და 24-ე მუხლებითა და 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს შესაბამისი მუხლით/პუნქტით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმის გაორმაგებას.“.

3. №1 დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელ ქიმიურ ნივთიერებათა კონცენტრაცია 10-ჯერ ან მეტჯერ აღემატება დადგენილ ნორმებს. ამასთანავე, დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალი და ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში მათი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები განისაზღვრება „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით;“.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებამდე მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი ქმედების ჩამდენი პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადის დინება დაიწყოს ამ კანონის ამოქმედების დღიდან.

2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტის ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N795-IIმს-XIმპ