„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016587
12
24/06/2025
ვებგვერდი, 25/06/2025
010250050.35.169.016587
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2025 წლის 24 ივნისი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17.07.2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.169.016149) დამტკიცებულ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ე) დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა  საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს  შექმნა  და საბჭოს დებულების დამტკიცება:“.

2. XVI1 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი  XVI1. დედოფლისწყაროს   მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭო“.

3. მუხლი 1351 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1351. დედოფლისწყაროს   მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭო

1. დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და  საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ  ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან  კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის  დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს.“.

2. დედოფლისწყაროს   მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობა  განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი