დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რეგისტრირებული კოოპერატივი საკრედიტო კავშირი „საწმისის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 200169236) გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 102 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 19/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №102
2025 წლის 19 ივნისი
თბილისი
რეგისტრირებული კოოპერატივი საკრედიტო კავშირი „საწმისის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 200169236) გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებით დამტკიცებული „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის“ მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 13 თებერვლის №36/04 ბრძანების საფუძველზე:
1. დამთავრდეს რეგისტრირებული კოოპერატივი საკრედიტო კავშირი „საწმისის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 200169236) გაკოტრების საქმის წარმოება და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს ნუგზარი მურუსიძე (პირადი ნომერი: 60002004766).
2. რეგისტრირებული კოოპერატივი საკრედიტო კავშირი „საწმისი“ ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის უწყებრივი რეესტრიდან.
3. ეს განკარგულება, 10 დღის ვადაში, წარედგინოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს შესაბამისი რეაგირებისათვის.
4. ეს განკარგულება, 10 დღის ვადაში, გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
5. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები