„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 797-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 400000000.05.001.102783
797-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 04/07/2025
400000000.05.001.102783
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.07.2023, სარეგისტრაციო კოდი: 400000000.05.001.021003) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ კანონით განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვების აღების ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელ პირზე, რომელსაც საქმიანობაზე შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ ეცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება ისე, რომ არ ხდებოდეს ექსპლუატაციის პირობის ცვლილება.

6. თუ საქმიანობის განმახორციელებელ პირს ამ საქმიანობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ ეცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება, რაც იწვევს ექსპლუატაციის პირობის ცვლილებას, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლით განსაზღვრული საქმიანობის სკრინინგის პროცედურის ფარგლებში ან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-5 მუხლის 121 ნაწილის გამოყენების შემთხვევაში უფლებამოსილ ორგანოს იმავე კოდექსის 71 მუხლით გათვალისწინებულ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ამ კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია.“.

2. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 38. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი პირების მიერ სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის აღებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი

1. პირი, რომელზედაც ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალურ წყალსარგებლობაზე სანებართვო რეჟიმის ამოქმედებამდე გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, სპეციალურ წყალსარგებლობას ახორციელებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესაბამისად. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, როდესაც იცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და საჭიროა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება ისე, რომ არ ხდებოდეს ექსპლუატაციის პირობის ცვლილება, საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა უნდა აიღოს ამ კანონით დადგენილი წესით. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შემთხვევაში ეს ცვლილება უნდა განხორციელდეს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 71 მუხლით დადგენილი წესით.

2. თუ საქმიანობის განმახორციელებელ პირს ეცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება, რაც იწვევს ექსპლუატაციის პირობის ცვლილებას, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლით განსაზღვრული საქმიანობის სკრინინგის პროცედურის ფარგლებში ან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-5 მუხლის 121 ნაწილის გამოყენების შემთხვევაში  უფლებამოსილ ორგანოს იმავე კოდექსის 71 მუხლით გათვალისწინებულ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ამ კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია. წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-20 მუხლითა და შესაბამისი გადაწყვეტილებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N797-IIმს-XIმპ