დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 796-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400060000.05.001.102785 |
|
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 400060000.05.001.019921) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობისას (წყლის ცხოველური ორგანიზმებისა და მცენარეების მოშენებისას) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების შესწავლა შემდეგ ფაქტორებთან მიმართებით: ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება; ბიომრავალფეროვნება (მათ შორის, მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, ჰაბიტატები, ეკოსისტემები); წყალი, ჰაერი, ნიადაგი, მიწა, კლიმატი და ლანდშაფტი; კულტურული მემკვიდრეობა და მატერიალური ფასეულობები; აგრეთვე მითითებული ფაქტორების ურთიერთქმედება;“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის საფუძველზე იქმნება აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო. ამ საბჭოს მიზნებია: ა) აკვაკულტურის სფეროში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა დაინტერესებული უწყებების/დაწესებულებების მონაწილეობის კოორდინაცია; ბ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის გაცემის საკითხის წინასწარ განხილვა; გ) წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობის საკითხის წინასწარ განხილვა; დ) გაცემული საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხის წინასწარ განხილვა; ე) აკვაკულტურისთვის ზონის გამოსაყოფად უწყებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინაცია; ვ) ამ კანონის შესაბამისად სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები: „დ1) წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობის საკითხის განხილვა და აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის შესახებ რეკომენდაციის წარდგენა; დ2) აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემისას აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი პირობების განსაზღვრა;“. 3. მე-8 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. თუ აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მაძიებლის განაცხადით გათვალისწინებულია წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციასთან/დოკუმენტებთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია და იმავე მუხლის შესაბამისად უნდა შეფასდეს აკვაკულტურის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედება.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის გაცემამდე, აგრეთვე აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემამდე, როდესაც ნებართვის მაძიებლის განაცხადით გათვალისწინებულია წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობა, ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილ განაცხადსა და დაინტერესებულ პირთა მოსაზრებებს (მათი არსებობის შემთხვევაში) განიხილავს აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო.“. 4. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. აკვაკულტურის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასება 1. წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობის მოთხოვნის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა განაცხადთან ერთად უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის შესახებ (საქმიანობის მოკლე აღწერა); ბ) ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის მახასიათებლების შესახებ (საქმიანობის განხორციელების ადგილი, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად)); გ) ინფორმაცია საქმიანობის განხორციელების შედეგად გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების ხასიათის თაობაზე, შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: გ.ა) საქმიანობის მახასიათებლები (საქმიანობის მასშტაბი; არსებულ საქმიანობასთან ან/და დაგეგმილ საქმიანობასთან კუმულაციური ზემოქმედება; ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით – წყლის, ნიადაგის, მიწის, ბიომრავალფეროვნების) გამოყენება; ნარჩენების წარმოქმნა; გარემოს დაბინძურება და ხმაური; საქმიანობასთან დაკავშირებული მასშტაბური ავარიის ან/და კატასტროფის რისკი); გ.ბ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი და მისი თავსებადობა ჭარბტენიან ტერიტორიასთან, შავი ზღვის სანაპირო ზოლთან, ტყით დაფარულ ტერიტორიასთან, სადაც გაბატონებულია საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები, დაცულ ტერიტორიასთან, დასახლებულ ტერიტორიასთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და სხვა ობიექტთან, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ლანდშაფტურ, სარეკრეაციო და სატყეო ტერიტორიებთან (ზონებთან); გ.გ) საქმიანობის შედეგად გარემოზე შესაძლო ზემოქმედება (ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი; ზემოქმედების შესაძლო ხარისხი და კომპლექსურობა). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას განიხილავს აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო და შეიმუშავებს რეკომენდაციას აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის შესახებ ან ნებართვის მაძიებლისთვის გარემოს ცალკეული ელემენტების/კომპონენტების დამატებითი შესწავლისა და შესაბამისი ინფორმაციის ან/და კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულების განსაზღვრის თაობაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წარდგენილი ინფორმაციის ან/და კვლევების შედეგების შესწავლის საფუძველზე აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო ამზადებს აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის საკითხის შესახებ რეკომენდაციას. ამასთანავე, ამ ნებართვის გაცემის შესახებ რეკომენდაციის მომზადების შემთხვევაში აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს ნებართვის ფარგლებში აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული პირობები, რომლებიც აღნიშნულ ნებართვაში აისახება და მისი განუყოფელი ნაწილი იქნება.“. 5. 22-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აკვაკულტურის ნებართვის მიმღები უფლებამოსილია აკვაკულტურის საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ სანებართვო პირობებისა და დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულების აღებისა და აკვაკულტურის ნებართვის მისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციის აკვაკულტურის ნებართვის გამცემისთვის წარდგენის შემდეგ.“. 6. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. თუ ექსტენსიური ნებართვის მაძიებლის განაცხადით გათვალისწინებულია წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობა, წარდგენილი უნდა იქნეს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია და იმავე მუხლის შესაბამისად უნდა შეფასდეს აკვაკულტურის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედება.“. 7. 34-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის წესი განისაზღვრება ამ მუხლით. 2. აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სააგენტოს ვებგვერდზე კომენტარის სახით დააფიქსიროს თავისი მოსაზრება/შენიშვნა გამოქვეყნებული მასალების შესახებ ან საჯარო განხილვის დროს საჯარო კონსულტაციების მისაღებად.“; ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N796-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები