„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.138.016575
18
25/06/2025
ვებგვერდი, 26/06/2025
010250020.35.138.016575
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2025 წლის 25 ივნისი

ქ.ახალციხე

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შევიდეს შემდეგი ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა  ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 მარტის №9  დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 28/03/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.138.016566) და დადგენილებით  დამტკიცებული დანართი 1-ის:

1.

მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. ა)   თუ მგზავრმა თანამშრომელს მოთხოვნისთანავე ვერ წარუდგინა ელექტრონული გადახდის საშუალება ან/და  ელექტრონული გადახდის საშუალების სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობაზე გადამოწმებით არ დადასტურდა მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდის განხორციელება (მგზავრობისთვის დაწესებული შეღავათების გათვალისწინებით) და მას აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები, რომელსაც წარუდგენს თანამშრომელს და მათი საშუალებით შესაძლებელია სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამშრომელი უფლებამოსილია სამართალდამრღვევი ჩამოიყვანოს ავტობუსის გაჩერებაზე, შეუდგინოს საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი), რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს;

ბ) თუ სამართალდამრღვევი პირი ვერ/არ წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (რომლის საშუალებითაც უფლებამოსილმა პირმა უნდა შეადგენოს სამართალდარღვევის ოქმი), მაგრამ ასახელებს თავის სახელს, გვარს, მისამართს, დაბადების თარიღს ან/და პირად ნომერს, ასეთ შემთხვევაში (მისგან მოწოდებული მონაცემების გადამოწმების მიზნით) თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის   სახელმწიფო სერვისების განვითარების  სააგენტოს მონაცემთა  ელექტრონული  ბაზიდან გამოითხოვს ფოტოსურათს, სახელს, გვარს, რეგისტრაციის მისამართს, დაბადების თარიღს და პირად ნომერს. როდესაც თანამშრომელი დარწმუნდება, რომ სამართალდამრღვევი პირი   იდენტიფიცირებულია, სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამშრომელი უფლებამოსილია სამართალდამრღვევი ჩამოიყვანოს ავტობუსის გაჩერებაზე, შეუდგინოს საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი), რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს. .

2.

მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  6.  თუ სამართალდამრღვევი პირი ვერ/არ წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და/ან არ ემორჩილება თანამშრომლის მოთხოვნას ან/და სამართალდამრღვევი პირის მიერ მოწოდებული მონაცემებით ვერ ხერხდება შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის   სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა, თანამშრომელი უფლებამოსილია გამოიძახოს პოლიცია. საამისოდ უფლებამოსილმა პირმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და 22 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარის, პირადი ნომრის და რეგისტრაციის  მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ თანამშრომელი ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული პროცესი თანამშრომელმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს . “.

3.

მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ.დ   ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.დ) მე-4 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის პირადი №, სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის (და სხვა) მისამართი; .

4.

მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „გ   ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„გ) მე-3 პუნქტში – სამართალდამრღვევის პირადი №, სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის (და სხვა) მისამართი; .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე