დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 128 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.123.016720 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16.07.2014, №010250040.35.123.016211), კერძოდ:
1. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა, საბჭოს დებულების დამტკიცება, საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობა;“. 2. დადგენილების დანართის მე-7 მუხლის 51 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. საკრებულო, საკრებულოს კომისიები, საკრებულოს ფრაქციები, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები, საკრებულოს სათათბირო ორგანოები (საბჭო, კომიტეტი), საკრებულოს კომისიებთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოები უფლებამოსილნი არიან, სხვადასხვა ვითარების გამო ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის არსებობისას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩაატარონ სხდომები დისტანციურ რეჟიმში.“. 3. დადგენილების დანართის 113-ე მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ზეპირი შეკითხვა დაიშვება მხოლოდ საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომების მიმდინარეობის დროს. წერილობითი ან ზეპირი შეკითხვის ტექსტი ბარდება საკრებულოს აპარატს. შეკითხვას შეიძლება ახლდეს დასაბუთება.“. 4. დადგენილების დანართის 134-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს მუშაობის წლიური ანგარიში – წარდგენიდან 5 დღის ვადაში;“. 5. დადგენილების დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის VI2 თავი: „თავი VI2 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო მუხლი 395. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საკრებულო ქმნის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს. 2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები