დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 762-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.05.001.102685 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017864) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას. 2. სამსახური შედგება სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − სამსახურის ტერიტორიული ორგანოს (სამსახურის ტერიტორიული ორგანოების), სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების (სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების) და სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საჯარო სამართლის იურიდიული პირების) სისტემისგან.“; ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. სამსახურს (მათ შორის, სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს) შეიძლება ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (ემბლემა, დროშა, გერბი, ლოგო, უწყებრივი მედალიონი, მედალი, სამკერდე ნიშანი, შტამპი, ბლანკი და სხვა). მოსამსახურეებს შესაძლებელია ჰქონდეთ ფორმის ტანსაცმელი (უნიფორმები). მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმების) ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.“. 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს (შემდგომ − დაზვერვის სააგენტო) უფროსის წარდგინების საფუძველზე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მიავლენს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენლებს;“; ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“−„ჟ“ ქვეპუნქტები: „ო) ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელებას; პ) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სამსახურის სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ამოცანებსა და პრიორიტეტებს; ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. 3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე. სამსახურის უფროსი, როგორც საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, ანგარიშვალდებულია აგრეთვე საქართველოს მთავრობის წინაშე.“. 4. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. სამსახური უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში სადაზვერვო მიმართულებით განახორციელოს: ა) სადაზვერვო საქმიანობა; ბ) საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობა.“. 5. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი: „12. სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების წესი მტკიცდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.“. 6. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები: „7. პირის დაზვერვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებასთან, მის სპეციალურ შემოწმებასა და მის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებით შეიძლება დადგინდეს ამ თავით დადგენილისგან განსხვავებული წესები, რომლებსაც დაზვერვის სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის უფროსი. 8. სამსახურში სამუშაოდ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და არის წვევამდელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის გათავისუფლებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლისგან.“. 7. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) პირი სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.“. 8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 მუხლი: „მუხლი 311. მოსამსახურისთვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება 1. მოსამსახურისთვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა და წესით. 2. მოსამსახურისთვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ფორმდება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 9. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ1) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან რომელიმე მათგანის სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო;“. 10. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან რომელიმე მათგანის სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის დროს.“. 11. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამსახურის ვადა არ წესდება. მოსამსახურეს უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი სამსახურის უფროსის წარდგინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, ხოლო სამსახურის უფროსს − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით. ამ წარდგინებისთვის საჭირო ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრს უგზავნის სამსახური.“. 12. 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურში, მისი მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ან სამსახურის ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულებში განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმის დროს მოსამსახურეები იმყოფებიან მათთვის გათვალისწინებულ სამუშაო ადგილებზე. მოსამსახურეს სამუშაო ადგილის დატოვება შეუძლია მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვით.“. 13. 41-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უზრუნველყოფილია მოსამსახურის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევა. მოსამსახურის ოჯახის წევრების (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები) სახელმწიფო დაზღვევის წესი და პირობები განისაზღვრება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ზიანი, რომელიც მიადგა მოსამსახურეს ან/და მისი ოჯახის წევრს მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სრულად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მოსამსახურეს ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.“; გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსამსახურის დაკრძალვის, აგრეთვე ნეშტის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.“; დ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი: „111. მოსამსახურეს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.“; ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მოსამსახურეს დაზიანების ხარისხის შესაბამისად, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 10 000 ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 5 000 ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 ლარი.“. 14. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური და სხვა სახის საინფორმაციო უზრუნველყოფა ხორციელდება საინფორმაციო სისტემების (მათ შორის, ბაზების) შექმნითა და გამოყენებით.“. 15. 50-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამსახურის გენერალური ინსპექცია, ხოლო დაზვერვის სააგენტოში − აგრეთვე დაზვერვის სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც დაზვერვის სააგენტოში ახორციელებს სამსახურის გენერალური ინსპექციისთვის ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ უფლებამოსილებას.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურის გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებზე, აგრეთვე სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე.“. მუხლი 2 1. დაზვერვის სააგენტოს საქმიანობა სათანადო სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე წესრიგდება საქართველოს დაზვერვის სამსახურის საქმიანობის მომწესრიგებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, რომლებიც ინარჩუნებს იურიდიულ ძალას აღნიშნული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე. 2. საქართველოს დაზვერვის სამსახურის სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭებათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და დაზვერვის სააგენტოს უფროსს. 3. დაზვერვის სააგენტოზე ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა, დაზვერვის სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი შესაბამისი კანონმდებლობის თავისებურებების გათვალისწინებით. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N762-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები