დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 29 აპრილის №104/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 142/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 23/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220009000.18.011.016935 |
|
„ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 29 აპრილის №104/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 29 აპრილის №104/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/04/2025, ს/კ: 220090000.18.011.016920) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31 ანგარიშვალდებულმა პირებმა, ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნასთან შესაბამისობა, რომელიც ითვალისწინებს ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას აუთსორსინგული მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებლის მხარეს ინფორმაციის/ინფორმაციული აქტივის, მათ შორის, სარეზერვო ასლების შენახვასთან/წაშლასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის წარდგენის ვალდებულებას, უზრუნველყონ არაუგვიანეს 2026 წლის 1 თებერვლისა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები