„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.138.016574
17
25/06/2025
ვებგვერდი, 26/06/2025
010250040.35.138.016574
„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

     ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2025 წლის 25 ივნისი

ქ. ახალციხე

 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (დოკუმენტის ნომერი 428-IIმს-XIმპ, ვებგვერდი 04/04/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.102559) საქართველოს კანონის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1

შევიდეს ცვლილებაახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, თარიღი:   16/11/2017 . სარეგისტრაციო კოდი:  010250040.35.138.016280) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

1.

135-ე მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საკრებულო, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისია, საკრებულოს ფრაქცია, მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო, მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები: საკრებულოს ბიუროს წევრები, მერი, მერიის  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები,   ვალდებული არიან ამ რეგლამენტის 137- მუხლით დადგენილი წესით, წელიწადში ერთხელ მაინც, გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

2.

137- მუხლის პირველი პუნქტის ,,  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქ) მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ოქმი, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში. .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე