„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 18/06/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016448
28
18/06/2025
ვებგვერდი, 23/06/2025
040030000.32.061.016448
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №28

2025 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 09/03/2021 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.061.016336) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს ცვლილება და დებულების:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურება და შესაბამისი დასკვნის/ცნობის გაცემა. ასევე, მომართვის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენის ხელშეწყობა;“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს 3 მოადგილე, რომელთა ფუნქციები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

ა.ა) ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ა.ბ) მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველო;

ა.გ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო;

ა.დ) შესყიდვების სამმართველო.

ბ) პროგრამების დეპარტამენტი:

ბ.ა) დევნილთა მხარდაჭერის სამმართველო;

ბ.ბ) ინფრასტრუქტურის სამმართველო;

ბ.გ) სამართლებრივი დახმარების სამმართველო;

გ) აღმოსავლეთ საქართველოს  დეპარტამენტი:

გ.ა) დევნილთა მხარდაჭერის სამმართველო;

გ.ბ) ინფრასტრუქტურის სამმართველო.

დ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტი:

დ.ა) დევნილთა მხარდაჭერის სამმართველო;

დ.ბ) ინფრასტრუქტურის სამმართველო.

ე) სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტი:

ე.ა) დევნილთა მხარდაჭერის სამმართველო;

ე.ბ) ინფრასტრუქტურის სამმართველო.“.

4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. აღმოსავლეთ საქართველოს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტები

აღმოსავლეთ საქართველოს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტების ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროგრამების ხელშეწყობა შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურება და შესაბამისი დასკვნის/ცნობის გაცემა. ასევე, მომართვის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენის ხელშეწყობა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა განსახლების ადგილებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა და უკვე არსებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა;

დ) სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის წარმოების კოორდინაცია და ზედამხედველობა;

ე) კანონმდებლობით და სააგენტოს დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

მუხლი 2
 

1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა ამოქმედდეს 2025 წლის პირველი ივლისიდან.

 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე