დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016447 |
|
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 06/08/2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016268) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულებაში შევიდეს ცვლილება და დებულების:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება უფლებამოსილების ფარგლებში, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრთა (შემდგომში – აფხაზეთის მოსახლეობა) მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, მათი სოციალური და საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.“; ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სათანადო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების და საქმიანობის კოორდინაცია/ზედამხედველობა;“; გ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული პროგრამების/პროექტების განხორციელება და მართვა;“; დ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურება და შესაბამისი დასკვნის/ცნობის გაცემა. ასევე, მომართვის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენის ხელშეწყობა;“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების მოადგილეებს. დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს;“. 3. მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სათანადო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების და საქმიანობის კოორდინაცია/ზედამხედველობა;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები