“საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლიუს 14 მარტის №2-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2-111
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 28/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 90, 05/07/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 14/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.008.856
  • Word
2-111
28/06/2006
სსმ, 90, 05/07/2006
340.010.000.22.032.008.856
“საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლიუს 14 მარტის №2-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.008.856

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-111

2006 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №2-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ-რობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №2-44 ბრძანებით (სსმ III, 14.03.2006 წ., №33, მუხ. 396) დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს დებულების მე-3 მუხლის ,,ტ“ ქვეპუნქტი;

ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ცხოველთა სნეულებების ვეტერინარული დიაგნოსტიკა, მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის და ცხოველთა საკვების ვეტერინარული კეთილსაიმედოობის განსაზღვრა“;

გ) მე-7 მუხლის ,,ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ.ე) ცხოველთა სნეულებების ვეტერინარული დიაგნოსტიკა, მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედ-ლეულის და ცხოველთა საკვების ვეტერინარული კეთილსაიმედოობის განსაზღვრა“;

დ) მე-7 მუხლის ,,გ.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.ი) კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის ქვეყნიდან გატანა-შემოტანისას ფიტოსანიტარიული საკარანტინო შემოწმება“.

2. დაევალოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.

3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ლილი ბეგიაშვილს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი