დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 229 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.10.003.025121 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/07/2021, 330130000.10.003.022905) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საპროექტო დოკუმენტაციის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება ხორციელდება: ა) 2025 წლის 31 დეკემბრამდე − ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ III-ით განსაზღვრული ექსპერტების მიერ ან ეროვნული პროგრამის საფუძველზე; ბ) 2025 წლის 31 დეკემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით − ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ III-ით განსაზღვრული ექსპერტების მიერ ეროვნული პროგრამის საფუძველზე ან „ენერგოაუდიტორების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 8 აპრილის №107 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი პირის მიერ, ეროვნული პროგრამის საფუძველზე ან ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ, ეროვნული პროგრამის საფუძველზე; გ) 2026 წლის 31 დეკემბრის შემდეგ − „ენერგოაუდიტორების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 8 აპრილის №107 დადგენილებით გათვალისწინებული სერტიფიცირებული ენერგოაუდიტორის ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული იურიდიული პირის მიერ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები