,,დავით გურამიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლის №124 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 643
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 10/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.854
  • Word
643
29/06/2006
სსმ, 91, 10/07/2006
040.030.000.22.022.008.854
,,დავით გურამიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლის №124 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 04 040.030.000.22.022.008.854

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

 მინისტრის ბრძანება №643

2006 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

,,დავით გურამიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2006 წლის                              20 თებერვლის №124 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

,,დავით გურამიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლის |№124 ბრძანებაში (სსმ III, 23.02.2006, №24, მუხ. 287) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების სათაურში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დავით გურამიშვილის პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დავით გურამიშვილის პედაგოგიური კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად“.

3. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დამტკიცდეს დავით გურამიშვილის პედაგოგიური კოლეჯის თანადართული წესდება“.

4. ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით გურამიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის წესდების“ სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით გურამიშვილის პედაგოგიური კოლეჯის წესდება“.

5. ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) წესდების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დავით გურამიშვილის პედაგოგიური კოლეჯი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.“;

ბ) წესდების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. მოსწავლეს, რომელიც ჩააბარებს მისაღებ გამოცდებს და გაივლის სწავლების სრულ კურსს, მიეცემა დავით გურამიშვილის პედაგოგიური კოლეჯის დიპლომი.“;

გ) წესდების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,15. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დავით გურამიშვილის პედაგოგიური კოლეჯი წარმოადგენს დავით გურამიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური კოლეჯის უფლებამონაცვლეს.“.

6. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი              ა. დიდებულიძე