საზოგადოებრივ საწყისებზე კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის გახსნის შესახებ

საზოგადოებრივ საწყისებზე კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის გახსნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 306
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 4, 30/04/1991
სარეგისტრაციო კოდი 000000210.02(0).000.000150
306
12/04/1991
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 4, 30/04/1991
000000210.02(0).000.000150
საზოგადოებრივ საწყისებზე კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის გახსნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №306

1991 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

საზოგადოებრივ საწყისებზე კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის გახსნის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს წინადადება და 1991 წლის 14 აპრილიდან გაიხსნას საზოგადოებრივ საწყისებზე კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი ქალაქ თბილისში, გალის ქუჩის №19-ში.

2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს განახორციელოს შესაბამისი მეთოდური და ორგანიზაციული ღონისძიებანი კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის ექსპოზიციის მოსაწყობად და შეიტანოს იგი მუზეუმების ქსელის განვითარების 1991 წლის გეგმაში.

3. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს გამოუყონ საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად სათანადო სახსრები კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მოსაწყობად.

4. დაევალოს ქალაქ თბილისის პრეფექტურის არქიტექტურისა და დაგეგმარების სამმართველოს უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოსაწყობად.

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე                                     თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

სახელმწიფო კანცელარიის მმართველი                                                                   გ. ბერიძე