„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 აგვისტოს №290 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 227
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025119
227
19/06/2025
ვებგვერდი, 20/06/2025
040030000.10.003.025119
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 აგვისტოს №290 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №227

2025 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 აგვისტოს №290 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 20 თებერვლის საქართველოს კანონის (№314-IIმს-XIმპ) მე-2 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტების შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 აგვისტოს №290 დადგენილება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე