„ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 226
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.025118
226
19/06/2025
ვებგვერდი, 20/06/2025
470000000.10.003.025118
„ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №226

2025 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/04/2015, 470000000.10.003.018554) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართ №15-ს („პაციენტთა სპეციფიკური ჯგუფები“) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ახლად გამოვლენილი HBV ინფექციით პაციენტები, რომელთაც ქრონიკული B ჰეპატიტის ფონზე უკვე აქვთ განვითარებული დეკომპენსირებული ციროზი:

● ახლად გამოვლენილ HBV ინფექციით პაციენტებთან, რომელთაც ქრონიკული B ჰეპატიტის ფონზე უკვე აქვთ განვითარებული დეკომპენსირებული ციროზი და რომლებიც ვერ წარმოადგენენ მინიმუმ 6-თვიანი შუალედით ჩატარებული B ჰეპატიტის დიაგნოზის დამადასტურებელ დოკუმენტს და ექიმს მიმართეს უკვე ღვიძლის დეკომპენსაციის სტადიაზე, დაწყებული უნდა იქნეს ანტივირუსული მკურნალობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე