დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 780-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.05.001.102689 |
780-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 27/06/2025
040090000.05.001.102689
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 040090000.05.001.020812) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისთვის, თავდაცვის ატაშესთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სააგენტოს და საქართველოს პროკურატურის საზღვარგარეთ წარმომადგენლებისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვებზე;“. 2. მე-16 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საზღვარგარეთ დაფუძნებულ ფილიალზე, წარმომადგენლობაზე, შვილობილ საწარმოზე, თავდაცვის ატაშეზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სააგენტოს და საქართველოს პროკურატურის საზღვარგარეთ წარმომადგენლებზე.“. 3. 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) 20 000 ლარზე ნაკლებია – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, აგრეთვე დაზვერვის სააგენტოს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში.“. 4. 66-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საზღვარგარეთ დაფუძნებული ფილიალის, წარმომადგენლობის, შვილობილი საწარმოს, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სააგენტოს და საქართველოს პროკურატურის საზღვარგარეთ წარმომადგენლების მიერ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“; ბ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი (მათ შორის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული ინფორმაციის შემცველი, შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი) სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით, შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამოაქვეყნოს ელექტრონულ სისტემაში. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაზე, აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საზღვარგარეთ დაფუძნებულ ფილიალზე, წარმომადგენლობაზე, შვილობილ საწარმოზე, თავდაცვის ატაშეზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სააგენტოს და საქართველოს პროკურატურის საზღვარგარეთ წარმომადგენლებზე, რომლებიც ვალდებული არიან შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული ინფორმაციის შემცველი, შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით, შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებიდან 10 დღის ვადაში გამოაქვეყნონ ელექტრონულ სისტემაში. 10. თუ შესყიდვის ობიექტი არის ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება მისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული შესყიდვის ხელშეკრულების/ ჩარჩოშეთანხმების დადებამდე შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს მისაწოდებელი საქონლის ერთეულის ფასი, რომელიც გამოთვლილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საზღვარგარეთ დაფუძნებული ფილიალის, წარმომადგენლობის, შვილობილი საწარმოს, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სააგენტოს და საქართველოს პროკურატურის საზღვარგარეთ წარმომადგენლების მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვაზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N780-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები