შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ (ს/ნ: 405214726) საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის თაობაზე

შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ (ს/ნ: 405214726) საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 19/06/2025
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2025
სარეგისტრაციო კოდი
112
19/06/2025
ვებგვერდი, 20/06/2025
შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ (ს/ნ: 405214726) საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  №112

2025 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ (ს/ნ: 405214726) საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 52-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და 311 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების,  „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 თებერვლის №49/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის საფუძველზე:

1. შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტს“ (ს/ნ: 405214726) გაუუქმდეს საბროკერო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყოს მისი ლიკვიდაციის პროცეს.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 დეკემბრის №154 განკარგულება.

3. შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (პ/ნ 01036002403).

4. აღნიშნული განკარგულება გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge) დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს მისი გამოცემიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.

5. აღნიშნული განკარგულება, მისი გამოცემის დღეს, რეგისტრაციის მიზნით წარედგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.

6. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

7. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის  პრეზიდენტი             ნათელა თურნავა