დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 785-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016124 |
785-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 27/06/2025
010190030.06.001.016124
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.05.2025, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016122) 154-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 154. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (შემდგომ – საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები) საქმიანობას პარლამენტი აკონტროლებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, ნდობის ჯგუფისა და სხვა დარგობრივი სპეციალიზაციის კომიტეტების მეშვეობით.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N785-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები