დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/570 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 90, 05/07/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.010.000.22.024.008.851 |
სახქელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.22.024.008.851
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/570
2006 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 09.06.2006 წ-ის №351 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. 2006 წ-ის 30 ივნისიდან გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში საქართველოს საფოსტო ნიშნები (მარკები) შემდეგი ტირაჟითა და ნომინალით – ევროპა 2006 „ინტეგრაცია“ – 2 მარკა; ავტორი ბ. გაგნიძე; ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი; ნომინალი 20 და 80 თეთრი; რაოდენობა: 150000 ცალი თითოეული დასახელების მარკა, აქედან 80000 ცალი თითოეული დასახელების მარკა 8-მარკიანი ბუკლეტის სახით (20000 ბუკლეტი) და 300 ცალი თითოეული დასახელების არაპერფორირებული მარკა:
მარკა №409

მარკა №410

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.
ი. ჩოგოვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები