დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მარტის N06 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.117.016624 |
|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მარტის №06 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მარტის N06 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 31/03/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.117.016617) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე“; ბ) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ1“ და „კ2“ პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის მე-7 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“; გ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: „მუხლი 11 1. მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციულ ერთეულში 1 (ერთი) ერთეული ავტოსადგურის განთავსება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები