დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57-51 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090000.35.101.017334 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 10/05/2022, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.35.101.016985) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესში“ (შემდგომში – წესი) და წესს მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„41 მუხლი. ავარიული სახლების ჩანაცვლებისას სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ჩამოწერა 1. პროექტის განმახორციელებელი, ჩანაცვლების ფარგლებში ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ფულადი სახით ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებებით შესყიდული სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ჩამოწერას განახორციელებს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. ავარიული სახლის ჩანაცვლების შედეგად წარმოშობილი მოძრავი ქონება, რომელიც მშენებლობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ წარმოდგენილია პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტებით, ფინანსურ დოკუმენტაციაში აღრიცხვას ექვემდებარება პროექტის განმახორციელებლის მიერ. 3. ავარიული სახლის ჩანაცვლების შედეგად წარმოშობილი, საერთო სარგებლობის მოძრავი ქონების შესაბამისი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისათვის გადაცემა/განკარგვა ხორციელდება პროექტის განმახორციელებლის მიმართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები