დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 259 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 186, 30/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.010.10.003.001.203 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №259
2008 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. აპარატის საქმიანობის უშუალო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას ახორციელებს სახელმწიფო მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე/აპარატის უფროსი.“.
2. საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
| სტრუქტურა, თანამდებობა | რაოდენობა |
| სახელმწიფო მინისტრი | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის მოადგილე (ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს აპარატის უფროსის მოვალეობასაც) | 4 |
| სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი | 4 |
| სამმართველოს უფროსი | 10 |
| მთავარი სპეციალისტი | 11 |
| უფროსი სპეციალისტი | 12 |
| სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აღმასრულებელი თანაშემწე | 4 |
| მთავარი ბუღალტერი | 1 |
| საქმეთა მმართველი | 1 |
| სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე | 4 |
| დამხმარე პერსონალი | 2 |
| სულ: | 57.“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 30 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები