დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 718-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440000000.05.001.102706 |
|
„ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.07.2016, სარეგისტრაციო კოდი: 440000000.05.001.018203) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“−„ო“ ქვეპუნქტები: „ი) ტექნოლოგიური პარკი − ინფრასტრუქტურული სივრცე, რომელიც დაინტერესებულ პირებს ტექნოლოგიურ, ინფრასტრუქტურულ და პროფესიულ მომსახურებებს უწევს; კ) აქსელერაცია − ინოვაციების ხელშემწყობი მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს კონკურსის წესით შერჩეული ინოვაციური საქმიანობის სუბიექტის სამუშაო სივრცით უზრუნველყოფას, აგრეთვე მისი ბიზნესიდეისა და მოდელის განვითარებასა და დახვეწას და საჭიროების შემთხვევაში კონკურსის პირობებით განსაზღვრული ინვესტიციის განხორციელებას; ლ) ტექნოლოგიების გადაცემა − ტექნოლოგიის/ინოვაციის გადაცემის მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს ინტელექტუალური საკუთრების განსაკუთრებული უფლების მფლობელის მიერ კომერციული სარგებლის მიღების მიზნით ტექნოლოგიის/ინოვაციის გამოყენებისა და დანერგვის უფლების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, მთლიანად ან ნაწილობრივ სხვა პირისთვის გადაცემას; მ) ინოვაციების ინფრასტრუქტურა − ადმინისტრაციული ორგანოს ან კერძო პირების მიერ შექმნილი ინოვაციების ხელშემწყობი მექანიზმების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიურ პარკებსა და აქსელერატორებს, აგრეთვე ტექნოლოგიების გადაცემას და სხვა მექანიზმებს; ნ) ინოვაციების რეესტრი − მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსების მქონე სუბიექტების შესახებ, აგრეთვე საინვესტიციო ფონდების, ანგელოზ ინვესტორთა ქსელებისა და აქსელერატორების შესახებ; ო) ფინანსური წელი − ამ კანონის მიზნებისთვის − დროის მონაკვეთი ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. სააგენტოს ინოვაციების ინფრასტრუქტურის მომსახურების სახეები და საფასურები, ტექნოლოგიების გადაცემის წესი და მომსახურების საფასურები სააგენტოს ინოვაციების ინფრასტრუქტურის მომსახურების სახეები და საფასურები (მათ შორის, ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეები და საფასურები), აგრეთვე ტექნოლოგიების გადაცემის წესი და მომსახურების საფასურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 3. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ინოვაციების რეესტრი“. 4. მე-6−მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ინოვაციების რეესტრი 1. ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას ამ კანონის 151, 154 და 156 მუხლებით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მოპოვების მომენტიდან ექვემდებარება: ა) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტი; ბ) ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი; გ) კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი. 2. ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას მიმართვის შემთხვევაში ექვემდებარება: ა) საინვესტიციო ფონდი; ბ) ანგელოზ ინვესტორთა ქსელი; გ) აქსელერატორი. 3. დაინტერესებული სუბიექტის ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში ინოვაციების რეესტრში მის რეგისტრაციას ახორციელებს, აგრეთვე ინოვაციების რეესტრს აწარმოებს სააგენტო. 4. ინოვაციების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტის შესახებ მონაცემები საჯაროა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. ამ მუხლით განსაზღვრული სუბიექტის ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესი და ამ რეესტრის წარმოების ინსტრუქცია მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ნორმატიული აქტით – ბრძანებით. 6. ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განაცხადის საფასური ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტისთვის 200 ლარია, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით ან მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტისთვის − 500 ლარი. მუხლი 7. საინვესტიციო ფონდი 1. ამ კანონის მიზნებისთვის საინვესტიციო ფონდი არის „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საინვესტიციო ფონდი, აგრეთვე სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი, რომლის საინვესტიციო სტრატეგია ითვალისწინებს ინვესტიციის ინოვაციურ/ტექნოლოგიურ სტარტაპებში განხორციელებას. 2. ამ კანონის მიზნებისთვის ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას მიმართვის შემთხვევაში ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდი, რომელმაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ინოვაციურ/ტექნოლოგიურ სტარტაპებში ჯამურად არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, რის სანაცვლოდაც თითოეულ მათგანში წილის არაუმეტეს 20%-ს ფლობს. მუხლი 8. ანგელოზ ინვესტორთა ქსელი ამ კანონის მიზნებისთვის ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას მიმართვის შემთხვევაში ექვემდებარება ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, რომელიც არის იურიდიული პირი და აერთიანებს არანაკლებ 10 ანგელოზ ინვესტორს, რომლებმაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ ქსელის მეშვეობით განახორციელეს ჯამურად არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიცია სულ მცირე 5 კომპანიაში, რის სანაცვლოდაც თითოეულ მათგანში წილის არაუმეტეს 20%-ს ფლობენ. მუხლი 9. აქსელერატორი ამ კანონის მიზნებისთვის ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას მიმართვის შემთხვევაში ექვემდებარება აქსელერატორი, რომელიც არის იურიდიული პირი, ახორციელებს სილაბუსზე დაფუძნებულ, არანაკლებ 3 თვისა და არაუმეტეს 12 თვის ხანგრძლივობის აქსელერაციის პროგრამას და უზრუნველყოფილია სამუშაო სივრცითა და კვალიფიციური მენტორებით.“. 5. მე-10−მე-15 მუხლები ამოღებულ იქნეს. 6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი: „თავი II1 ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის, კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსების მოპოვება და მათი ხელშემწყობი მექანიზმები მუხლი 151. ინოვაციური სტარტაპი 1. ინოვაციური სტარტაპი არის ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოება, რომელიც აკმაყოფილებს ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. ინოვაციური სტარტაპის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იმ სუბიექტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იგი ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, შეიმუშავებს ინოვაციურ პროცესს ან/და ეწევა ინოვაციურ მომსახურებას; ბ) მან აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მოიპოვა არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია ან სააგენტოსგან მოიპოვა არანაკლებ 150 000 ლარის ოდენობის საგრანტო დაფინანსება. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინვესტიციად მიიჩნევა აგრეთვე სხვა ქვეყანაში დაფუძნებული იმ მშობელი კომპანიისგან ან/და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური სახსრები, რომელმაც, თავის მხრივ, ეს სახსრები საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მიიღო; გ) იგი აღნიშნული სტატუსის მოპოვების მიზნით ახორციელებს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიზმების მიერ დაფინანსებულ, ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, ამასთანავე, მის მიერ მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯები არსებითად ამ საქმიანობასთან არის დაკავშირებული; დ) მას აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენიდან სტატუსის მინიჭების მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება, იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში. მუხლი 15 2. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადა 1. სუბიექტს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ენიჭება 1 წლის ვადით. 2. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 1 წლით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 3. სუბიექტმა ინოვაციური სტარტაპის სტატუსით შეიძლება ისარგებლოს ჯამურად არაუმეტეს 10 წლის ვადით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვის შემთხვევაში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტი: ა) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის პირველად მინიჭებიდან მომდევნო 2 წლის განმავლობაში აღნიშნული სტატუსის მოქმედების ვადის 2-ჯერ გაგრძელებას შეძლებს, თუ ის აკმაყოფილებს ამ კანონის 151 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადის 3-ჯერ გაგრძელებას შეძლებს, თუ ის აკმაყოფილებს ამ კანონის 151 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამასთანავე, მას სტატუსის მოპოვების მე-3 წლის ბოლოსთვის მიღებული აქვს ჯამურად არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომლის სულ მცირე 30% არის საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მიღებული ინვესტიცია. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინვესტიციად მიიჩნევა აგრეთვე სხვა ქვეყანაში დაფუძნებული იმ მშობელი კომპანიისგან ან/და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური სახსრები, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული სახსრების არანაკლებ 30%-ისა საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მიიღო; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადის 4-ჯერ გაგრძელებას შეძლებს, თუ ის აკმაყოფილებს ამ კანონის 151 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამასთანავე, მას სტატუსის მოპოვების მე-6 წლის ბოლოსთვის მიღებული აქვს ჯამურად არანაკლებ 15 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომლის სულ მცირე 30% არის საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მიღებული ინვესტიცია. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინვესტიციად მიიჩნევა აგრეთვე სხვა ქვეყანაში დაფუძნებული იმ მშობელი კომპანიისგან ან/და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური სახსრები, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული სახსრების არანაკლებ 30%-ისა საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მიიღო. მუხლი 15 3. ინოვაციური სტარტაპის ხელშემწყობი მექანიზმები 1. ინოვაციური სტარტაპის ხელშემწყობი მექანიზმებია: ა) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭებიდან პირველი 3 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება; ბ) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების მე-4 წლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით იბეგრება, ხოლო იმავე პერიოდში ინოვაციური სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთი 5%-ია; გ) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების მე-7 წლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით იბეგრება, ხოლო იმავე პერიოდში ინოვაციური სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ია. 2. დაუშვებელია, სუბიექტს ინოვაციური სტარტაპის სტატუსთან ერთად ჰქონდეს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსი. თუ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე სუბიექტს, მას შესაბამისი სტატუსი უუქმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 15 4. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია 1. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ სამეწარმეო საზოგადოებას, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მის მიერ შესაბამისი განაცხადის წარდგენის მომენტისთვის, აგრეთვე შემდეგ, ამ კანონის 158 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობის დადასტურების მომენტისთვის წინა ფინანსური წლის განმავლობაში კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების მოცულობა იმავე ფინანსურ წელს მიღებული შემოსავლების მოცულობის სულ მცირე 5%-ია, არანაკლებ 100 000 ლარია და იგი აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთს მაინც: ა.ა) მას აქვს პატენტი ან/და დეპონირებული კომპიუტერული პროგრამა და კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯები მიმართულია ამ პატენტის ან/და დეპონირებული კომპიუტერული პროგრამის ფარგლებში შექმნილი პროდუქტის, შემუშავებული პროცესის ან/და მომსახურების განვითარებისკენ; ა.ბ) მას კვლევისა და განვითარებისთვის ხარჯები გაწეული აქვს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისგან ან კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტისგან შესაბამისი მომსახურების შესასყიდად; ა.გ) მის მიერ ინოვაციური პროდუქტის, პროცესის ან/და მომსახურების განვითარებისკენ მიმართული, კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯები აღრიცხულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული კვლევისა და განვითარების ხარჯების სახელმძღვანელოს შესაბამისად; ბ) მას აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენიდან სტატუსის მინიჭების მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება, იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში; გ) იგი არის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მესამე კატეგორიის საწარმო ან მეოთხე კატეგორიის საწარმო. 2. სუბიექტს ამ მუხლით განსაზღვრული სტატუსი ენიჭება უვადოდ. მუხლი 15 5. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმები 1. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია უფლებამოსილია წინა ფინანსურ წელს დაგროვილი წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით შეიმციროს მის მიერ წინა ფინანსურ წელს კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობით. 2. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი უფლებამოსილია მოგების რეინვესტირების შემთხვევაში ისარგებლოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხელშემწყობი მექანიზმებით. მუხლი 15 6. კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია 1. კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იმ სუბიექტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იგი არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოება; ბ) მისი ძირითადი საქმიანობა არის საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეები“ 72.1 კოდით გათვალისწინებული „კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში“ და მის მიერ წინა ფინანსური წლის განმავლობაში ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი იმავე ფინანსურ წელს ჯამურად მიღებული შემოსავლების არანაკლებ 80% უნდა იყოს; გ) მას აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენიდან სტატუსის მინიჭების მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება, იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში. 2. სუბიექტს ამ მუხლით განსაზღვრული სტატუსი ენიჭება ერთჯერადად, უვადოდ. მუხლი 157. კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმები 1. კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის მიერ შესაბამისი სტატუსის მოქმედების პერიოდში გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით იბეგრება. 2. კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთი 5%-ია. მუხლი 15 8. ამ კანონით განსაზღვრული სტატუსის მოპოვებისა და სტატუსით სარგებლობის პირობები 1. ამ კანონით განსაზღვრული სტატუსის მაძიებელი სუბიექტი აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს, რომელიც სათანადო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ შესაბამის განაცხადს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით უგზავნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. 2. სუბიექტს ამ კანონით განსაზღვრულ სტატუსს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ანიჭებს საქართველოს მთავრობა. 3. სუბიექტი ამ კანონით განსაზღვრული სტატუსის მქონედ ითვლება მისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 4. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტი ვალდებულია ყოველწლიურად, ამ სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია წარუდგინოს სააგენტოს, რომელიც ამოწმებს ამ კანონის მოთხოვნებთან სუბიექტის შესაბამისობას. ამ კანონის მოთხოვნებთან სუბიექტის შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს 12-თვიან პერიოდს, რომელიც სრულდება აღნიშნული სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე 60 დღით ადრე. ამ კანონის მოთხოვნებთან სუბიექტის შესაბამისობის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სტატუსის მოქმედების ვადის ამ სტატუსისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ვადის ფარგლებში 1 წლით გაგრძელების შესახებ, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში იგი სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც მათ განსახილველად წარადგენს საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე. 5. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი, აგრეთვე კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი წლის 30 აპრილისა ამ კანონის მოთხოვნებთან წინა ფინანსური წლის შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია წარუდგინოს სააგენტოს, რომელიც ამოწმებს ამ კანონის მოთხოვნებთან სუბიექტის შესაბამისობას. ამ კანონის მოთხოვნებთან სუბიექტის შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო აღნიშნული სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც მათ განსახილველად წარადგენს საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე. 6. სუბიექტისთვის ამ კანონით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებისა და მისი გაუქმების წესები, აგრეთვე სტატუსთან დაკავშირებული ხელშემწყობი მექანიზმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. თუ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტს მიენიჭა საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსი, მისთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების თვის პირველი რიცხვიდან ინოვაციური სტარტაპის სტატუსი გაუქმებულად ითვლება.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში: ა) საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული კანონის 51, 153−155 და 158 მუხლებით განსაზღვრული დადგენილებების მიღება; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ბრძანების გამოცემა; გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. |
თბილისი, 24 ივნისი 2025 წ. N718-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები